კონფუცის ინსტიტუტის ენის კურსი
მიღების პირობები
ზოგადი ჩინური ენის კურსზე სწავლა იწყება წელიწადში ორჯერ:
- სექტემბერში
- მარტში
რეგისტრაცია
ზოგადი ჩინური ენის კურსის გასავლელად აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
საფასური
ზოგადი ჩინური ენის კურსის ერთი ეტაპის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. სტუდენტმა სწავლის საფასურის ნახევარი უნდა დაფაროს წინასწარ, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ.
ხანგრძლივობა და განრიგი
ზოგადი ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ, 3-3 საათი.
სამუშაო დღეებში სწავლა იწყება 19:00 საათზე.
კონფუცის ინსტიტუტის ზოგადი ჩინური ენის კურსის აღწერა
კონფუცის ინსტიტუტის ზოგადი ჩინური ენის კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ ჩინური ენა ნულოვანი დონიდან.
საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" და აუდიომასალის მეშვეობით მარტივად და ხარისხიანად ხდება ჩინური ენის საფუძვლიანი სწავლება.
მათ, ვინც უკვე ფლობს ჩინურ ენას, ჩაუტარდებათ ტესტირება, რათა განისაზღვროს, რომელ ეტაპზე გააგრძელებენ სწავლას.
მეცადინეობებს ატარებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე ჩინეთიდან მოწვეული ლექტორები.
ზოგადი ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. ყოველი მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტს გადაეცემა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატი.
ორი ეტაპის გავლის შემდეგ სტუდენტებს კონფუცის ინსტიტუტი საჩუქრად სთავაზობს მოკლევადიან ონლაინ-კურსს ჩინელ ლექტორებთან. მაღალი ეტაპების წარმატებულ სტუდენტებს კი მიეცემათ რეკომენდაცია ჩინეთში უფასო სტაჟირებაზე გასამგზავრებლად.
საერთაშორისო გამოცდა და სერტიფიკატი
სწავლების პროცესში ხდება ჩინური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის HSK გამოცდისთვის მზადება. ჩატარდება შესაბამისი კონსულტაციები.
საერთაშორისო გამოცდაზე გასვლა და სერტიფიკატის მოპოვება შესაძლებელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში.