ანი კლდიაშვილი სწავლას ჰაიდელბერგში აგრძელებს
01 July 2024
მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ანი კლდიაშვილი სწავლას აგრძელებს ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლსის სახელობის უნივერსიტეტში. ის სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.
ანის შეთავაზება ჰქონდა აგრეთვე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ირანოლოგიის პროგრამიდან და ერფურტის უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების მიმართულებიდან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროგრამაზე შეაჩერა.
ანის საკვლევი თემა, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, აჭარული ისლამის კულტურული და რელიგიური მახასიათებლები იყო. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა ჰაიდელბერგში სწავლის გაგრძელება, რადგან ამ პროგრამის ძირითადი ფოკუსი კვლევისას აღმოსავლეთი, სამხრეთი აზია და ოკეანეთია. პროგრამა აღრმავებს თეორიულ, მეთოდოლოგიურ და რეგიონალურ ცოდნას ამ მიმართულებით და სტუდენტებს აწვდის ინსტრუმენტებს, რომლებიც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად თუ სოციოკულტურული საკითხების სიღრმისეული ანალიზისთვისაა საჭირო.
ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლსის სახელობის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი ანის სამომავლოდ დაეხმარება აღმოსავლური კულტურისა თუ რწმენა-წარმოდგენების მიმართულებით საკუთარი კვლევების წარმოებაში.

Similar news

01 January 0001
ლუკა ლაზიშვილმა ფულბრაიტის დაფინანსება მიიღო

19 June 2024
მარიამ კალანდაძე LSE-ში სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს

08 November 2024
საჯარო სემინარი: "ჩიყვი და იოდის ნაკლებობა XIX-XX საუკუნეების სვანეთში"

28 February 2025
ანა დუმბაძე სწავლას აგრძელებს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში

05 April 2025