GE

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის აღწერა

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება ლიბერალური განათლების პრინციპს, რომლის მიხედვითაც სტუდენტები, გარდა იმისა, რომ სწავლობენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების საფუძვლებს, ასევე თავისი პრეფერენციებით და ინტერესების გათვალისწინებით გეგმავენ საკუთარ პროგრამას და უფრო დეტალურად ეუფლებიან სოციალური მეცნიერებების ამა თუ იმ მიმართულებას. ამის საშუალებას მათ აძლევს, პროგრამით გათვალისწინებული სპეციალობის არჩევითი საგნებისათვის განკუთვნილი კრედიტები.

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ფართო განათლების მიცემასთან ერთად, პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებით გაიღრმაონ ცოდნა პოლიტიკის მეცნიერებების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის და კულტურის კვლევების მიმართულებით.

ოთხივე წლის მანძილზე სასწავლო პროცესი უმეტესწილად აგებულია ინტერაქტიული ლექციების პრინციპზე, სადაც მოქმედებს სწავლების ე.წ. სოკრატეს მეთოდი. ეს მეთოდი გულისხმობს განსახილველ ტექსტზე თუ პრობლემაზე დეტალურ მსჯელობას და ლექტორსა და სტუდენტს შორის მაქსიმალურ ინტერაქციას, ნაცვლად ლექტორის მიერ მონოლოგური ლექციების ჩატარებისა.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

დასაქმების სფეროები

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს საშუალება ექნება იმუშაოს ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში:

  • არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები (პროექტების მართვა, კვლევები)
  • მასმედია (ჟურნალისტიკა, პუბლიცისტიკა)
  • საკონსულტაციო კომპანიები (ანალიტიკოსები)
  • კერძო სექტორი (საკუთარი ბიზნესი, პროექტი, კვლევა)
  • სახელმწიფო ორგანიზაციები (მათ შორის, დიპლომატიური სამსახური)
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები

კურიკულუმი

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია შემდეგ  მოდულებში:

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, გადის ზოგად საგნებსაც, რაც ემსახურება ზოგადი განათლების გაუმჯობესებასა და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. ზოგადი საგნების ფარგლებში, სტუდენტები ეცნობიან სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ცალკეული დარგების შესავლებს. 
  • მიმართულების საბაზო განათლება - ამ მოდულის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ კვლევის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს, კალკულუსს, სტატისტიკას და სხვა მსგავს საგნებს, რომლებიც აუცილებელია კვლევის სათანადოდ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. 
  • ძირითადი განათლება - ეს მოდული მოიცავს სოციალური მეცნიერებების სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, მაგალითად, როგორიცაა: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საჯარო პოლიტიკის პროცესი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, ქართული აზრის ისტორია და ა.შ. 
  • სპეციალობის არჩევითი საგნები - ეს მოდული სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინტერესის მიხედვით სპეციალობის სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა და აირჩიოს ამა თუ იმ მიმართულებით უფრო მეტად სპეციალიზებული კურსი. 
  • პრაქტიკული განათლება - ეს კომპონენტი მოიცავს, მუშაობას ორგანიზაციაში. მუშაობა ორგანიზაციაში სტუდენტის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მას აძლევს საშუალებას განავითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენებით, ხელი შეუწყოს სამუშაო გარემოში მის ადაპტაციას, სასწავლო პროცესში განვითარებული კომპეტენციების პრაქტიკაში გავარჯიშებას და ახალი კომპეტენციების გამომუშავებას.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

მიღების პირობები 2024

კოდი:

0360106 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 70

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4 - -
უცხო ენა 5 - -
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 3 13 60%
ან ისტორია 3 50 -
ან გეოგრაფია 3 7 70%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
ან მათემატიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

13

მინიმალური ზღვარი

60%
ან ისტორია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

50

მინიმალური ზღვარი

-
ან გეოგრაფია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

7

მინიმალური ზღვარი

70%

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის (GOV) დაარსების მიზანი იყო ორგვარი: ერთი მხრივ, საქართველოში შექმნილიყო პირველი ლიბერალური განათლების პროგრამა, სადაც სტუდენტები მიიღებდნენ საფუძვლიან განათლებას სოციალურ მეცნიერებებში, ხოლო ამავდროულად გარკვეულწილად თვითონ დაიგეგმავდნენ საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამას, რითაც ეფექტიანად შეეძლებოდათ საკუთარი ინტერესების აღმოჩენა და განვითარება. შესაბამისად, სკოლის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო და დღემდე მართავს აკადემიური შემადგენლობა, რომელსაც თავის დროზე მსგავსი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება აქვს მიღებული ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებში, როგორიცაა ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ ლუისში, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი და ა.შ.

გარდა აკადემიური მიზნებისა, სკოლის ამოცანა ასევე იყო, შექმნილიყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ თვითრეალიზაცია, ისწავლიდნენ ერთმანეთის აზრის პატივისცემას, თავისუფალ და გაბედულ აზროვნებას და ამავე დროს აზრის დისციპლინას, იქნებოდნენ მიმღებლები, ტოლერანტულები, დააფასებდნენ ერთმანეთის უფლებებსა და თავისუფლებებს.

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში გამომუშავებული კრიტიკული და ანალიტიკური უნარებისა და სიღრმისეული ცოდნის წყალობით, სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას და კვლევას აგრძელებენ ისეთ საერთაშორისო უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: University College London, Goldsmith, University of London Glasgow University, Kingston University London, University of Roehampton, Central European University, Szent István University, Kyoto University, University of California in Santa Barbara, University of Nevada, Reno, Hult International University, University of Trento, University of Milan, University of Groningen,  Erasmus University Rotterdam, Barcelona Executive Business School და სხვა.

დეკანი

Ნიკოლოზ Ალექსიძე

ნიკოლოზ ალექსიძე

პროფესორი; მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

n.aleksidze@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Მარიამ Ბაინდურაშვილი

მარიამ ბაინდურაშვილი

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კოორდინატორი

m.baindurashvili@freeuni.edu.ge