ნიკა ცაგარელის ნაშრომი გამოქვეყნდება ჟურნალში Advanced Optical Materials
21 January 2026
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულის ნიკა ცაგარელის ნაშრომი სათაურით "Photonics of Topological Magnetic Textures" გამოქვეყნდება ჟურნალში Advanced Optical Materials.
ნაშრომში განიხილება ფოტონების ურთიერთქმედება მაგნიტურ წერტილოვან სინგულარობასთან, ანუ ბლოხის წერტილთან. გამოყენებითი მეცნიერების კუთხით, მისი გამორჩეული ტოპოლოგიური ნანომეტრიული მასშტაბი, ასევე ენერგეტიკული მასშტაბის მახასიათებლები მას მონაცემთა შენახვისა და დამუშავებისთვის მიმზიდველ ვარიანტად აქცევს. აღნიშნული ჟურნალი ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალია, სადაც ოპტიკურ დიაპაზონში ახალი მასალების თვისებების შესახებ იბეჭდება.
ნაშრომი შესრულებულია პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), ჰალლე ვიტენბერგის უნივერსიტეტის (გერმანია), დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის (გერმანია) და ცინხუას უნივერსიტეტის (ჩინეთი) მონაწილეობით.
ნაშრომის ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ასოცირებული დეკანი ვახტანგ ჯანდიერი. ასევე, აღსანიშნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რამაზ ხომერიკის წვლილი.
Similar news
04 June 2024
ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში
26 September 2024
Campus RC Race 2024 – 18 ოქტომბერს
01 October 2024
LAB Technologies-მა პირველკურსელს სასწავლო სტიპენდია გადასცა
10 June 2025
Campus RoboSumo 2025
03 July 2025