პრიცკერის პრემიის ლაურეატი, არქიტექტორი ალეხანდრო არავენა კამპუსში
14 June 2025
თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამისთვის დიდი პატივი იყო პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორის, ალეხანდრო არავენას მასპინძლობა
ვიზიტის ფარგლებში, არავენამ დაათვალიერა კახა ბენდუქიძის კამპუსი, გაეცნო არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრებს და იდეები გაცვალა პროგრამის ლექტორებთან.
ალეხანდრო არავენა ჩილელი არქიტექტორია, რომლის გამორჩეული შემოქმედება კარგად ეხმიანება ქალაქების ცვალებად გარემოს. მისი ექსპერიმენტული მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტები მორგებულია მაცხოვრებელთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, ხოლო მისი არქიტექტურა დიდებული ჩარჩოა ყოველდღიური ცხოვრებისათვის.
არქიტექტურული ბიურო Elemental-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის გარდა, არავენა არის მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს კურატორი. 2016 წელს კი ის დაჯილდოვდა პრიცკერის პრემიით, რომელიც არქიტექტურაში „ნობელის პრემიის“ სახელითაა ცნობილი.
მისი ვიზიტი შესაძლებელი გახდა თბილისის არქიტექტურის ბიენალესა და ZEG ფესტივალის მხარდაჭერით. სწორედ ZEG ფესტივალზე წარსდგება არავენა სპიკერის სტატუსით.





Similar news

11 April 2024
VA[A]DS-ის გამოფენა "ახლის დასაწყისი"

20 September 2024
ნუცა მუსერიძე სწავლას აგრძელებს University of the Arts London-ში

10 October 2024
არქიტექტურული სადიპლომო პროექტების 2024 წლის გამოფენა

05 April 2025
გიორგი ჯაფარიძემ და ლუკა სააკაშვილმა — Young Lions Georgia 2025-ის ოქროს მედალი მოიპოვეს

05 April 2025