GE

ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲡᲙᲝᲚᲐ

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აღწერა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საფუძვლიანი განათლება საერთაშორისო ურთიერთობებში და ფლობდეს სპეციალიზებულ ცოდნას  არჩეული  რეგიონის მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთი, შორეული აღმოსავლეთი ან დასავლეთი (ევროპა, აშშ). ამასთან, სტუდენტს შეეძლოს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, დიპლომატიური პროცესების ანალიტიკურად გააზრება.

პროგრამა მოიცავს სამ ძირითად კონცენტრაციას:

  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი - არჩევითი ენები: ჩინური, იაპონური, კორეული
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – არჩევითი ენები: არაბული, სპარსული, თურქული
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ევრო-ატლანტიკა – არჩევითი ენები: ესპანური, ფრანგული, გერმანული

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი შედგება 240 კრედიტისაგან, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად  საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების საბაზო განათლება - ეს მოდული მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს.  
  • მიმართულების ძირითადი განათლება - ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითადი თეორიული და პრაქტიკული კურსები.
  • კონცენტრაცია - პროგრამა მოიცავს სამ კონცენტრაციას, რომელთაგან სტუდენტი ირჩევს ერთ-ერთს: შორეული აღმოსავლეთი, ახლო აღმოსავლეთი, ევრო-ატლანტიკა
  • სპეციალობის ენობრივი ბლოკი - პროგრამა სთავაზობს სტუდენტს 9 განსხვავებულ უცხო ენას: არაბული ენა, სპარსული ენა, თურქული ენა, ჩინური ენა, კორეული ენა, იაპონური ენა, ფრანგული ენა, ესპანური ენა, ან გერმანული ენა.
  • პრაქტიკული განათლება - ეს კომპონენტი მოიცავს, მუშაობას ორგანიზაციაში. მუშაობა ორგანიზაციაში სტუდენტის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მას აძლევს საშუალებას განავითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენებით, ხელი შეუწყოს სამუშაო გარემოში მის ადაპტაციას, სასწავლო პროცესში განვითარებული კომპეტენციების პრაქტიკაში გავარჯიშებას და ახალი კომპეტენციების გამომუშავებას.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

მიღების პირობები 2024

კოდი:

0360102 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 75

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 5 - -
უცხო ენა 6 - -
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 1 8 70%
ან ისტორია 1 51 -
ან გეოგრაფია 1 8 70%
ან სამოქალაქო განათლება 1 8 70%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

6

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
ან მათემატიკა

საგნის წონა

1

მისაღები ადგილი

8

მინიმალური ზღვარი

70%
ან ისტორია

საგნის წონა

1

მისაღები ადგილი

51

მინიმალური ზღვარი

-
ან გეოგრაფია

საგნის წონა

1

მისაღები ადგილი

8

მინიმალური ზღვარი

70%
ან სამოქალაქო განათლება

საგნის წონა

1

მისაღები ადგილი

8

მინიმალური ზღვარი

70%

საერთაშორისო ურთიერთობის სკოლის შესახებ

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლას საქართველოს განათლების სივრცეში საქმიანობის 30-წლიანი ისტორია აქვს და ის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სახელით იყო ცნობილი. ინსტიტუტი 1991 წლის დეკემბერში დაარსდა და იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სადაც შორეული აღმოსავლეთის ენების სწავლება დაიწყო. 2008 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა ESM-თან ერთად.

პროგრამა მოიცავდა ორ კონცენტრაციას: ახლო აღმოსავლეთისა და შორეული აღმოსავლეთის. კონცენტრაციები ითვალისწინებდა აღმოსავლური ენების (არაბული, თურქული, სპარსული, ჩინური, იაპონური და კორეული), რეგიონის ისტორიის, რელიგიების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის შესწავლას საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად. 

საბაზრო მოთხოვნებმა და დამსაქმებლებთან კომუნიკაციამ აჩვენა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სპეციალისტების მომზადება საჭირო იყო დასავლეთის მიმართულებითაც. შესაბამისად, 2013 წელს საერთაშორისო ურთიერთობების  პროგრამას მესამე კონცენტრაცია - ევრო-ატლანტიკური კონცენტრაცია დაემატა. კონცენტრაცია აბიტურიენტებს სთავაზობს ისეთ საგნებს, როგორიცაა აშშ-ის პოლიტიკური სისტემა, ევროპის ქვეყნების პოლიტიკური სისტემები, ევროკავშირი: პროცესები და ინსტიტუტები, ევროატლანტიკური უსაფრთხოება. 

ამ ცვლილების შემდეგ აზიისა და აფრიკის ინსტიტუტს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სახელი ეწოდა, ხოლო ინსტიტუტს კვლევითი სტატუსი მიენიჭა.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამას. 

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან (ცუკუბას უნივერსიტეტი, კანადის უნივერსიტეტი, სეულის უნივერსიტეტი, ფრანგული ინსტიტუტი, ლანჭოუს უნივერსიტეტი). სტაჟირების პროგრამით საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტები სწავლობენ ისეთ უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში, როგორიცაა ცუკუბას უნივერსიტეტი, ვასედას უნივერსიტეტი, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რიცუმეიკანის აზია-წყნარი ოკეანიის უნივერსიტეტი, დოშიშას უნივერსიტეტი (იაპონია), ლანჭოუს უნივერსიტეტი, ჭენგჭოუს უნივერსიტეტი, სიამენის უნივერსიტეტი, ცინგტაოს უნივერსიტეტი, ნანკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ჩინეთი), დოჰას ენების ინსტიტუტი (კატარი), კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრი (ეგვიპტე), ქუვეითის არაბული ენის ინსტიტუტი (ქუვეითი), ჩონბუკის უნივერსიტეტი, სეულის უნივერსიტეტი (კორეა), ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, დუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვა.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა წარმატებულად ფუნქციონირებს ათწლეულებია და ამას მოწმობს კურსდამთავრებულთა მიღწევები, მათ შორის:

  • კურსდამთავრებულები სწავლას განაგრძობენ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე საერთაშორისო უნივერსიტეტებში (მაგალითად: University of Missouri, Middlebury Institute of International Studies, The University of San Francisco, City University of London, The University of Nottinghman, University of Glasgow, Dublin City University, Charles University, Free University of Berlin, College of Europe, University of Bordeaux, University of Rennes, University of Tartu, Universitat Popeu Fabra, Charles III University of Madrid, Shanghai University, Yonsei University, Son Goku University, Peking University, Kyoto University, Osaka University, University of Tsukuba, Waseda University და სხვა).
  • საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან სხვადასხვა სფეროში: დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ და უცხო ქვეყნების მისიები საქართველოში, საჯარო და არასამთავრობო სექტორი, ტურიზმი, ბიზნესი, აკადემიური სფერო.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ინტერდისციპლინური სწავლება საშუალებას აძლევს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ახალი სფეროების ათვისებაში. ამის მაგალითი არიან ის კურსდამთავრებულები, რომლებიც აგრძელებენ სწავლას მარკეტინგის, განათლების მეცნიერებების, პროგრამირების თუ ბიზნესის მიმართულებით.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ენების სწავლებას. ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებების საფუძველზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი გახდა ენების საერთაშორისო გამოცდების ორგანიზების და ჩატარების ცენტრი. საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები ტარდება:

  • იაპონურ ენაში - JLPT (Japanese Language Proficiency Test) 
  • კორეულ ენაში - TOPIK (Test of Proficiency in Korean) 
  • ჩინურ ენაში – HSK (Hanyu Shuiping Kaoshi – Chinese Proficiency Test), HSKK (HSK Speaking Test).

დეკანი

Თიკო Ქაროსანიძე

თინათინ ქაროსანიძე

პროფესორი; საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მკვლევარი

t.karosanidze@freeuni.edu.ge

ასოცირებული დეკანი

Გოგი Კაციტაძე

გიორგი კაციტაძე

პროფესორი; საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოცირებული დეკანი; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დირექტორი

g.katsitadze@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Სალომე Მაცაბერიძე

სალომე მაცაბერიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კოორდინატორი

s.matsaberidze@freeuni.edu.ge