დასაქმების ფორუმი კამპუსში
16 დეკემბერი 2025
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის კამპუსში ჩატარდა სტუდენტური დასაქმების ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სექტორში მოღვაწე 100-მდე კომპანიამ, რომელთა წარმომადგენლებიც ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და გააცნეს თავიანთ კომპანიებში სტაჟირებისა, თუ დასაქმების შესაძლებლობები.
სტუდენტური დასაქმების ფორუმი კამპუსში ყოველ სემესტრში იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას.