ედისონის ლიგა 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
10 აპრილი 2024
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსი ედისონის ლიგა ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში. კონკურსი გუნდურია და გამარჯვებულები მიიღებენ დაწესებული საპრიზო სასწავლო გრანტის 1/3-ს გუნდის თითო მონაწილეზე:
I ადგილი - მჭედლიშვილი ირაკლი, დემუროვი მაია - 5 000-ლარიანი სასწავლო გრანტი მონაწილისათვის
II ადგილი - ყიფიანი თორნიკე, სეხნიაშვილი გიორგი, სოლომნიშვილი გიორგი - 3 000-ლარიანი სასწავლო გრანტი მონაწილისათვის
III ადგილი - მურდალაშვილი ზურაბი, კოხრეიძე დემეტრე - 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი მონაწილისათვის
გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარიის სკოლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის, არქიტექტურის და შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამებზე დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.