GE

სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კონკურსში.

06 მაისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კონკურსში ქალაქ ვენაში (ავსტრია).
უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: ლუკა ავაზაშვილი, სალომე დიასამიძე, კონსტანტინე მიროტაძე, თიკო ქორქია და მარიამ ჯიქია. სტუდენტების მწვრთნელები იყვნენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები: დავით კვიტინი, გაგა მამუჩიშვილი, ნანა მაისურაძე და ანა ჯიქია.
საერთაშორისო შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: Charleston School of Law (აშშ), University of Hannover (გერმანია), Southern Methodist University (აშშ), Federal University of Santa Catarina (ბრაზილია).
ამასთან, წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა Tbilisi PreMoot-ზე - საქართველოს უნივერსიტეტებს შორის მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს შორის გავიდა მეორე ადგილზე. გუნდის წევრი მარიამ ჯიქია გახდა კონკურსის საუკეთესო მომხსენებელი.
Willem C. Vis-ის სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში ერთ-ერთი წამყვანი შეჯიბრია, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლასა და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებას. იმიტირებული პროცესები 1994 წლიდან დღემდე, ქალაქ ვენაში ტარდება.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის კონკურსში მონაწილეობის ხარჯებს ყოველწლიურად კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდი აფინანსებს. წელს გუნდის თანასპონსორი CLDP (კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა) გახდა.

Law Willem C. Vis