GE

ლევან თევდორაძე King’s College London-ში აგრძელებს სწავლას

30 აგვისტო 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულმა ლევან თევდორაძემ გაიმარჯვა ბრიტანეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაში, Chevening-ში.

სექტემბრიდან, სწავლის და ცხოვრების სრული დაფინანსებით, ლევანი ისწავლის ლონდონში, King’s College London-ის პოლიტიკური ეკონომიის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (Political Economy MA). მას შეთავაზება ასევე ჰქონდა იმავე უნივერსიტეტის სხვა პროგრამიდან და ლონდონის ეკონომიკის სკოლისგან (LSE). თუმცა, ლევანმა კინგის კოლეჯის პროგრამის მიმართ ინტერესის გამო, არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა.

გარდა ამისა, ლევანი ჩივნინგის წლევანდელი გამარჯვებულებიდან საქართველოს ბანკის რჩეულიც გახდა.

ლევანი რამდენიმე წელია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში კითხულობს პოლიტიკური იდეოლოგიების კურსს. ის ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის თანადამფუძნებელია.

Levan Tevdoraze