ENG GEO

Search form

პროექტის მართვის პროგრამა (PMC)

პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი აცხადებს მიღებას პროექტის მართვის პროგრამაზე (Project Management – PM). პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი დაარსდა BP-ის და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორების ინიციატივით, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ESI International-ის თანამშრომლობის საფუძველზე 2009 წელს.

საკითხების ჩამონათვალი:

სასწავლო პროგრამა პროექტის მენეჯმენტში 6 ძირითადი და 1 არჩევითი მოდულისაგან შედგება.

ძირითადი მოდულები:
1. პროექტების მენეჯმენტი
2. რისკების მართვა
3. დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი
4. პროექტის ხელმძღვანელობა, მართვა და კომუნიკაცია
5. ხარისხის კონტროლი პროექტის მენეჯერისათვის
6. პროექტის მართვის უნარების გამოყენება

არჩევითი მოდულები:

1. პროექტის მენეჯმენტის სპეციალისტის სერტიფიკატის (PMP) გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი 
2. პროექტის მენეჯერებისათვის მოლაპარაკებების წარმართვის უნარ-ჩვევები
პროექტის მენეჯმენტის სერტიფიკატი

სასწავლო პროგრამის სტუდენტებს მოეთხოვებათ დაესწრონ თითოეულ ლექციას.

სერტიფიკატი:

პროგრამის შვიდივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ მაგისტრის სერტიფიკატს Master’s Certificate in Project Management, რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (The George Washington University - GWU) გასცემს. ასევე, თითოეული მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს ასევე გადაეცემათ მოდულის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

თითოეულ მოდულს ეთმობა 3-4 სრული დღე, ლექციები იმართება პარასკევს, შაბათს და კვირას. მოდულების ჩატარების განრიგი კურსის დაწყებისთვის უკვე წინასწარ არის ცნობილი. მთლიანი კურსის გავლას დაახლოებით 12 თვე ესაჭიროება.

სასწავლოპროგრამისსაფასური:

შვიდივე კურსის საერთო ღირებულების გადასახდელი თანხა შეადგენს 12,255 ლარს რაც სწავლის ღირებულების 50%-ია. უკლებლივ ყველა სტუდენტს დანარჩენ 50%-ს BP და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორი კომპანიები დაუფინანსებენ.

სწავლების საფასური ფარავს:
- ყველა მოდულის ხარჯებს
- ტრენინგებისა და საჭირო მასალების, წიგნების, ლექსიკონების ხარჯებს
- დასარიგებელი და დამხმარე მასალის ხარჯებს
- სერტიფიკატების ხარჯებს
- ლანჩის და დღეში 2 ყავის შესვენების ხარჯებს

ლექტორები:

პროექტის მენეჯმენტის კოლეჯში მოდულებს კითხულობენ ESI International-ის გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორები, რომლებიც სპეციალურად მოდულების ჩასატარებლად ჩამოდიან საქართველოში. თითოეულ ინსტრუქტორს გააჩნია საშუალოდ 20-წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში და აქვს PMP სერტიფიკატი. ESI International -ის ინსტრუქტორები მუშაობენ კონულტანტებად რეალურ მიმდინარე პროექტებზე, იმ პერიოდებში როდესაც არ ატარებენ კურსებს.

დამატებითი ინფორმაცია:

ESI International ეხმარება ადამიანებს მთელს მსოფლიოში გააუმჯობესონ თავიანთი პროექტების, ხელშეკრულებების, და მოთხოვნების მართვის უნარ-ჩვევები. 1981 წლიდან მოყოლებული, ESI International მუშაობდა 1000-ზე მეტ კლიენტთან, მათ შორის 500-მდე მსხვილ და საერთაშორისო კორპორაციებთან, როგორებიცაა Barclays, Cisco, GlaxoSmithKline, ABB, Ericsson და მრავალი სხვა. BP-ც ESI International-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტია და მათი თანამშრომლობა უკვე 10 წელიწადს გრძელდება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა:

პროექტის მენეჯმენტის პროგრამაზე საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ოქტომბერი.

2016 წლის მიღება დასრულდა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ლანა გაბრიაძე

ელ. ფოსტა: l.gabriadze@freeuni.edu.ge

მობ: 597 67 36 72

ვებ-გვერდი: www.pmc.com.ge 

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი N 240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი