ENG GEO

Search form

პირველკურსელთა რეგისტრაცია

თავისუფალი უნივერსიტეტის, 2019-2020 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

 

1. პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 4 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 5 სექტემბერს 14:00 საათზე, მითითებულ ბმულზე (ბმული ჩარიცხულთა სიების მიღებისთანავე გააქტიურდება)

ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2. მეორე ეტაპი   მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. 

მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240) #113-ე აუდიტორიაში შემდეგი განრიგის მიხედვით -   5 სექტემბერი 13:00, 15:00 ან 17:00;  6  სექტემბერი 13:00,  15:00 ან 17:00. 

პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ:  

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი. 

პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:

  • ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება. 
  • მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

 

პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 11 სექტემბრისა.

 

საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდნენ   5 სექტემბერს 13-ზე, 15:00-ზე ან 17:00-ზე;  6  სექტემბერს 13:00-ზე,  15:00-ზე ან 17:00-ზე. კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240), #113-ე აუდიტორიაში და თან იქონიოთ:

  • სკოლის ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობისან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)