ENG GEO

Search form

MACS-ის პროფესიული განვითარების კურსები

კოდის წერის გამავრცელებელი საზოგადოების აქციას #წერეკოდი თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა (MACS) უერთდება და  ყველა მსურველს სთავაზობს MACS-ის სკოლის საბაკალავრო კურსებს კომპიუტერულ მეცნიერებაში. გვჯერა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ნებისმიერი ადამიანისთვის. 

ამ ეტაპზე MACS გთავაზობთ ორ პროფესიული განვითარების კურსს:

  • პროგრამირების მეთოდოლოგია
  • დისკრეტული მათემატიკა 

მსურველს შეუძლია გაიაროს როგორც ორივე კურსი, ისე შეარჩიოს მისთვის სასურველი ერთ-ერთი კურსი.

კურსები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს სკოლის განათლება.

მსმენელები კურსებს დაესწრებიან თავისუფალი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად. ეს შესაძლებლობას მისცემს მსურველებს მოისმინონ ზუსტად იგივე ლექციები, დაწერენ იგივე დავალებები თუ გამოცდები, ჰქონდეთ წვდომა იგივე რესურსებზე, რაზეც თავისუფალი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. 

სილაბუსები:

კურსების სილაბუსები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

1. დისკრეტული მათემატიკა

2. პროგრამირების მეთოდოლოგია

კურსების ხანგრძლივობა და გრაფიკი:

შეთავაზებული თითოეული კურსი 6-კრედიტიანი და თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს 16 კვირას.  ლექციები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

1. პროგრამირების მეთოდოლოგიაში ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:

ორშაბათს 19:20 – 21:30

ხუთშაბათს 19:20 – 21:30

2. დისკრეტული მათემატიკაში ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:

ორშაბათს 15:50 – 18:00

ხუთშაბათს 14:20 – 16:50

გარდა ლექციებზე დასწრებისა, მსმენელებს დასჭირდებათ კვირაში საშუალოდ 5-6 საათი დამატებითი მუშაობა დავალებების შესასრულებლად.

კურსების ღირებულება:

პროგრამირების მეთოდოლოგია - 720 ლარი

დისკრეტული მათემატიკა - 720 ლარი

სერტიფიკატი:

პროფესიული განვითარების კურსის/კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სერტიფიკატს.

რეგისტრაცია:

კურსის/კურსების გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2017 წლის 26 სექტემბრამდე.

დაწყების თარიღი -  4 ოქტომბერი,  2017

საკონტაქტო პირი:

შოთა ღვინეფაძე

s.gvinepadze@freeuni.edu.ge

555 47 65 00