ENG GEO

Search form

ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი.“

პარასკევი, December 22, 2017

22 დეკემბერს, 10:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 420-ე, 422-ე და 423-ე აუდიტორიებში, პარალელურად, გაიმართება ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია  დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი.“

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორიოს ურთიერთობების სკოლა) და „მომავალ დიპლომატთა კლუბი“.


თანამონაწილეობენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში. 

კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ახლო (არაბული ქვეყნები, ირანი, თურქეთი), შორეული აღმოსავლეთის (იაპონია, ჩინეთი, კორეა) და ევროატლანტიკური მიმართულების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ქვეყნებიდან საკონფერენციო თემის მიმართულება და განავრცონ მოცემული თემატიკა შემდეგ სფეროებში:


· ისტორია და რელიგია

· ხელოვნება და კულტურა

· ეკონომიკა და ბიზნესი

· სამართალი

· პოლიტიკა და უსაფრთხოება (ტერორიზმი)

· და სხვა ....

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
Send notification via e-mail: