არქიტექტურის ინოვაციური საბაკალავრო პროგრამა პრაქტიკაზე ორიენტირებულ სტუდიურ სწავლებაზეა დაფუძნებული.
სწავლების ეს მეთოდი გულისხმობს საკითხების თეორიულ შესწავლასთან პარალელურად მის პრაქტიკაში რეალიზების უნარის გნვითარებას.
სტუდენტები ჩაებმებიან ინტერაქტიულ სწავლებაში და კვლევაში, რათა მიღებული ცოდნა გამოიყენონ სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესასრულებლად.
აღნიშნული ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის მათ წამატებულ დასაქმებას და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად მომზადებას.
პროგრამას უხელმძღვანელებს საგანმანათლებლო კონცეფციის თანაავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტბის პროფესორი, ჯესი ვოგლერი (Jesse Vogler).
VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოს 5 მოწინავე საგანმანათლებლო სკოლის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების გათვალისწინებით, კერძოდ: Massachusetts Institute of Technology (MIT); UCL (University College London, Bartlett School of Architecture); ETH Zurich; Politecnico di Milan; Washington University in St. Louis (Sam Fox School of Design & Visual Arts).