ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა Arduino-ს დაპროგრამებაში

პროგრამის ფარგლებში მსმენელები საფუძვლიანად შეისწავლიან Arduino-ს მუშაობის პრინციპებს, მიკროელექტრონიკის საწყისებსა და შექმნიან ჭკვიან პროექტებს. 

მსმენელები შეეხებიან Arduino-ს სხვადასხვა მოდულებსა და სენსორებს, რაც მათ მისცემს ცოდნას სამომავლოდ შექმნან ინოვაციური პროდუქტი. 

თავისუფალი უნივერსიტეტის და Edison-ის ერთობლივი პროფესიული პროგრამის Arduino Programming & Basics of Microelectronics-ის მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი სხვადასხვა ტიპის მიკროკონტროლერების დაპროგრამებაში. პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელი შეძლებს მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შესახებ იდეების რეალიზებას.

პროგრამის შესწავლას არ გააჩნია ცოდნის და უნარების რაიმე წინაპირობა და  განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს შეისწავლოს Hardware პროგრამირება და მიკროელექტრონიკა.

საკითხების ჩამონათვალი

კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  • კომპიუტერი და მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპები.
  • Arduino და მისი დაპროგრამების საშუალებები.
  • პროგრამირების საფუძვლები (C++)
  • ელექტრონიკის საწყისები და ფიზიკა

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესწავლის შემდეგ, მსმენელები გადავლენ ცალკეული მცირე ზომის პროექტის შესრულებაზე, რომელიც უშუალოდ Arduino-ს ამა თუ იმ სენსორსა თუ მოდულზე იქნება ორიენტირებული.

პროგრამის გავლის შემდეგ, მსმენელს გავლილი ექნება ათობით მოდული და სენსორი, ეცოდინება მათი გამოყენებისა და დაპროგრამების პრინციპები. პროგრამის დასასრულს, მსმენელებს შესასრულებელი ექნებათ ფინალური პროექტი, რომლითაც შეჯამდება კურსი.

სერტიფიკატი

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის და Edison-ის ერთობლივ სერტიფიკატს Arduino-ს დაპროგრამებაში.

სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია, მსენელმა შეასრულოს და წარმოადგინოეს ფინალური პროექტი.  

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

პროგრამის ხანგრძლივობაა შეადგენს 40 საათს და გაგრძელდება 2 თვე. მსენელმა ყოველთვიურად უნდა დაფაროს სწავლის საფასური, 325 ლარი. 

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ სამუშაო დღეებში 19:00 - 21:10 საათებში.

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დაწყების თარიღი:

11 მარტი, 2019

საკონტაქტოპირი:

მერი გოგოლაძე

ელ.ფოსტა: m.gogoladze@freeuni.edu.ge

მობ: 555 16 72 15

Facebook