შენობის სისტემების ინჟინერიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის ამზადებს სტუდენტებს კარიერული წამატებისთვის სისტემების ინჟინერიის სფეროში, ან სისტემების ინჟინერიის სფეროს მათ მიერ არჩეულ სპეციალიზაციაში.
პროგრამა ინჟინერიის საფუძვლების ფართო სპექტრს ფარავს. პროგრამაში ინჟინერიის სხვადასხვა სფერო გაერთიანებულია ინჟინერიისადმი სისტემური მიდგომის გამოყენებით, რაც ასახულია პროგრამის დინამიურობაში, მის ინტერდისციპლინურობაში, რაც ხელს უწყობს საბაზრო ცვლილებებისადმი კურსდამთავრებულების სწრაფ ადაპტაციას.
პროგრამა ფოკუსირებულია შენობის საინჟინრო სიტემების ინტეგრირებულ, ჰოლისტურ ხედვაზე, გაცნობიერებაზე, ანალიზსა და ურთიერთმოქმედების საკითხებზე. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ როგორც შენობის ცალკეული საინჟინრო სისტემების დაპროექტებაში, მონტაჟში, გამართვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება, ასევე, მათ ეცოდინებათ ამ სისტემების ურთიერთქმედების ეფექტები და გამოწვევები, ამ ამოცანების გადაჭრის გზები, შეეძლებათ მათი შეფასება და გადაწყვეტა პრაქტიკულ საქმიანობაში.
სტუდენტებს პროგრამა აწვდის სასწავლო კურსებს ინტერდისციპლინური სწავლების გზით, რათა აღზარდოს კომპლექსურად მოაზროვნე, საინჟინრო ამოცანების გადაჭრის უნარის მქონე ინჟინერიის სფეროს მომავალი ლიდერები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა შენობის საინჟინრო სისტემები, მისი ინფრასტრუქტურა, ელექტრო და მექანიკური აღჭურვილობა, ჰიდრავლიკური და კონსტრუქციული სისტემების ინჟინერია.
პროგრამა მოიცავს ფუნდამენტურ კურსებს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, რაც შესაბამის აკადემიურ პლატფორმას ქმნის შემდგომში საინჟინრო დაპროექტების, საკონსულტაციო, ზედამხედველობისა და მართვის კურსებისთვის. პროგრამის სტრუქტურა უზრუნველყოფს ინჟინერიის სფეროში პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის სათანადო სინთეზსს.
პროგრამა ითვალისწინებს საწარმოო პრაქტიკასა და შენობის ინჟინერიის დასკვნით პროექტს, რომლის მიზანია სტუდენტებმა სწავლის დროს შეძენილი ცოდნა და უნარები დაპროექტების რეალური ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენონ და შედეგად შექმნან პროექტი, რომელიც სფეროს პროფესიონალების მიერ შეფასდება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროექტებს, რომლებიც ინჟინერიის სტუდენტებმა არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან ერთად უნდა შეასრულონ, რაც მათ დამატებით განუვითარებს ინტერდიციპლინური თანამშრომლობისა და კომპლექსური აზროვნების უნარს.
ინტერდისციპლინური სწავლების მიდგომის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება უნივერსიტეტის არჩევითი კურსებიდან შეარჩიონ ის საგნები (მაგალითად: კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამიდან, არქიტექტურის პროგრამიდან), რომლებიც მათ მომავალში წარმატებული კარიერის შექმნაში დამატებით შეუწყობს ხელს.
პროგრამას ხელმძღვანელობს ახალი ზელანდიელი პროფეროსი მაიკლ სონდერსი.
შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა