ENG GEO

Search form

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ახლო და შორეული აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის მიმართულებებს. სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო ურთიერთობებს და ახლო და შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ენას, ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას.

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ისწავლება არაბული, სპარსული, ჩინური, იაპონური, კორეული, თურქული, ფრანგული,  ესპანური, გერმანული.

ენას შეგასწავლიან უახლესი აუდიო – ვიდეო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, აღმოსავლურ ენებში ლექციებს წაგიკითხავენ ლექტორები, რომელთათვისაც შენ მიერ არჩეული აღმოსავლური ენა მშობლიური სალაპარაკო ენაა. გექნება მუდმივი კონტაქტი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების საელჩოებთან.

გაივლი სტაჟირებას აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში (აზიის და აფრიკის ინსტიტუტი თანამშრომლობს სამსუნის, ბალამანდის,ალექსანდრიის, კაიროს, ბაღდადის, ალეპოს, თიშრინის, ქსიან –ჯიატონგის, ლანჯუს, მალტის, დამასკოს არაბული ენის შემსწავლელ ცენტრთან, რას ელ ხაიმის დოკუმენტთა კვლევის ცენტრთან, ფინეთის ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მონტანას ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტთან).

სკოლა გთავაზობს ათ ძირითად სპეციალობას (მეიჯორს), რომლიდანაც აირჩევ ერთ–ერთს:

  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – ჩინური
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – იაპონური
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – კორეული
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – არაბული
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – სპარსული
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – თურქული
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – ჰინდი
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ევრო-ატლანტიკა – ესპანური
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ევრო-ატლანტიკა – ფრანგული
  • საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ევრო-ატლანტიკა – გერმანული

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მიიღებ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა