ENG GEO

Search form

რჩევა აბიტურიენტებს

აბიტურიენტებო, თავისუფალ უნივერსიტეტში მოსალოდნელი მაღალი კონკურსი ნუ გახდება თქვენი არჩევანის შეცვლის საფუძველი.

დაიწყო პერიოდი, როცა შენ არჩევანს გააკეთებ და უმაღლეს სასწავლებლებს პრიორიტეტების მიხედვით დაალაგებ.

თავისუფალი უნივერსიტეტის შემთხვევაში, შესაძლოა მოსალოდნელმა მაღალმა კონკურსმა პრიორიტეტის შეცვლაზე დაგაფიქროს. მნიშვნელოვანია, რომ მოსალოდნელი მაღალი კონკურსი შენი პირველადი არჩევანის შეცვლის მიზეზი არ გახდეს.

რატომ?

  1. თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შანსი, მისი პირველ პრიორიტეტად არჩევაა. სხვა შემთხვევაში, ტრადიციულად მაღალი კონკურსის გამო აქ მოხვედრა შეუძლებელი იქნება.
  2. მთავარი თქვენ მიერ გამოცდებზე მიღებული ქულაა. თუკი თავისუფალ უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევ და საკმარის ქულებს ვერ დააგროვებ, შენ მეორე ან შემდგომ პრიორიტეტულ უნივერსიტეტში მაინც მოხვდები.

I მაგალითი: შენ თავისუფალი უნივერსიტეტი დიდი კონკურსის გამო მეორე (ან მომდევნო) პრიორიტეტად მონიშნე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღე (რომელიც აქ ჩარიცხვისთვის გეყოფოდა). ამ შემთხვევაში, შენ ვერ ჩაირიცხები თავისუფალ უნივერსიტეტში.

II მაგალითი: შენ თავისუფალი უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად მონიშნე, ვერ დააგროვე აქ მოსახვედრად საკმარისი ქულები. შენ მეორე ან შემდგომ პრიორიტეტად მონიშნულ უნივერსიტეტში მაინც მოხვდები.

იხილეთ ვიდეო - როგორ ჩავაბატო თავისუფალ უნივერსიტეტში