2023-2024 აკადემიური წელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ 19/ნ ბრძანების მე-8 მუხლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის, ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შემოქმედებითი ტურების ჩატარების ვადების მოთხოვნათა შესაბამისად შემოქმედებითი ტურები ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
თუ გსურს ისწავლო თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლაში, ხელოვნების პროგრამაზე, შემოხაზე 0360108 და ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები და შემოქმედებითი ტური.
წელს, VA[A]DS-ის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტების რაოდენობა იქნება 35.
ჩასაბარებელი საგნები * | წონა | მინიმალური კომპეტეციის ზღვარი |
ქართული ენა და ლიტერატურა | 2 | - |
უცხო ენა | 5 | - |
შემოქმედებითი ტური** | 5 |
- |
* სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად, აბიტურიენტმა დამატებით უნდა ჩააბაროს ან მათემატიკა ან ისტორია ან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
**აუცილებელია "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" (NAEC) აბიტურენტთა სარეგისტრაციო ბაზაში შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია.
შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები
2023 წლის მორიგი შემოქმედებითი ტურის განრიგი
2-10 ივნისი | ციფრული პორტფოლიოების ატვირთვა |
16, 17, 19, 20, 21, 22 ივნისი | პორტფოლიოების წარდგენა და გასაუბრება |
თითოეული აბიტურიენტი გასაუბრების კონკრეტული თარიღის თაობაზე ინდივიდულაურად მიიღებს ინფორმაციას |
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლიზა ცინდელიანი
✉ l.tsindeliani@freeuni.edu.ge
☏ +995 555-108-899