ENG GEO

Search form

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა

 

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ყველაზე რეიტინგულია საქართველოში არსებულ პროგრამებს შორის.

აქ სწავლობენ წარჩინებული ახალგაზრდები საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის, საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული სტუდენტები.

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია გახდეს როგორც კომპიუტერულ მეცნიერებათა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, ასევე, თუ კონცენტრაციად მათემატიკას აირჩევ, საუკეთესო მათემატიკოსი. ჩვენი სტუდენტები მონაწილეობას იღებენ მათემატიკის კონფერენციებში და ურთიერთობენ მათემატიკის მსოფლიოში აღიარებულ ცენტრებთან.

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს კომპიუტინგის ან მათემატიკის ბაკალავრის ხარისხს.