GE

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრი

ინსტიტუტის შესახებ

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.

ცენტრის მიზანია განახორციელოს კულტურული, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა არაბული/ისლამური სამყაროს შესწავლის მიზნით; ხელი შეუწყოს საქართველოსა და არაბულ ქვეყნებს/ისლამურ სამყაროს შორის კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

ასევე, ცენტრის მიზანია გააცნოს არაბული, ისლამური კულტურა და ცივილიზაცია დაინტერესებულ პირებს; ხელი შეუწყოს დიალოგს კულტურათა შორის მრავალმხრივი ღონისძიებებით, მთარგმნელობითი საქმიანობით; განახორციელოს სტუდენტებისა და ექსპერტების მონაწილეობით პროექტები, სამეცნიერო ექსპედიციები, რომელიც ემსახურება არაბული ენის, ისლამური ცივილიზაციის ძეგლების წარმოჩენასა და შესწავლას არაბული სამყაროს გარეთ; შეისწავლოს ქართულ–არაბული ისტორიული და კულტურული ურთიერთობები, თანამედროვე კავშირ-ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან; განახორციელოს არაბულ და ისლამურ ქვეყნებში არსებული ქართულ–საზღვარგარეთული ურთიერთობების ამსახველი მასალების მოძიება და შესწავლა.

ცენტრის მიზანია ჩაატაროს საქართველოსა და არაბულ/ისლამურ ქვეყნებში კულტურის დღეები, გამოფენები, თემატური ფორუმები; ხელი შეუწყოს ბიზნესურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და არაბულ/ისლამურ ქვეყნებს შორის, ასევე მთარგმნელობითი საქმიანობისათვის სათანადო კადრების მომზადებას; განახორციელოს არაბულ/ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობით დაინტერესებული პირებისათვის კვალიფიციური კონსალტინგი.

წიგნი „ცენტრალური აზიის არაბული დიალექტები: კაშკადარიული და ბუხარული დიალექტები“ (2021 - 2022)

გურამ ჩიქოვანის წიგნი - „ცენტრალური აზიის არაბული დიალექტები: კაშკადარიული და ბუხარული დიალექტები„ (“The Arabic Dialects in Central Asia: Qashqa-darya and Bukhara Dialects”) - ეძღვნება ორიენტალისტური მეცნიერების მნიშვნელოვანი მიმართულების, არაბული ენათმეცნიერების აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, პერიფერიული არაბული დიალექტების სტრუქტურასა და სემიტურ, ინდოევროპულ, თურქული ენების ლექსიკური ურთიერთგავლენების პრობლემებს.

წიგნი წარმოადგენს ცენტრალური აზიის ბუხარისა და კაშკადარიის არაბული დიალექტების კომპლექსურ გამოკვლევას. გაანალიზებულია ენის სხვადასხვა დონეები. ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური მახასიათებლები განხილულია ზოგადსემიტურ ლინგვისტურ კონტექსტში.

წიგნი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე, რაც განპირობებულია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ცენტრალურაზიური არაბულისადმი არსებული დიდი ინტერესით. ეს მიმართულება არის სემიტოლოგიის ქართული სკოლის პრიორიტეტული მიმართულება. იგი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. 

წიგნში იბეჭდება სამეცნიერო ექსპედიციების დროს მოპოვებული ლინგვისტური მასალები. ჩაწერილ  მასალებში გვხვდება ცნობები,  რომლებიც ფასდაუდებელია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის.


Chikovani, G., Tskhvediani, Z. (2022). Dialectological Expedition to Central Asia: October-November, 2018. Studies on Arabic Dialectology and Sociolinguistics. Proceedings of the 13th AIDA International Conference Held in Kutaisi on May 28-31, 2019, Kutaisi. pp. 83-108.


Chikovani, G. (2022). The Arabic Dialects in Central Asia: Qashqa-darya and Bukhara Dialects. Tbilisi: Free and Agricultural Universities Press.


ჩიქოვანი, გ. (2021). მულღაზანზარი „ვეფხისტყაოსანში“. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, XIII, თბილისი. გვ. 55-65


ჩიქოვანი, გ. (2019). ეტიმოლოგიური პარალელები: მცხეთა – მასხითა/მაშკითა – დიმაშკ. მოხსენების თეზისი. თავისუფალი უნივერსიტეტი - 19.11.2020 წ. Free University Journal of Asian Studies, no. 2 (December), Tbilisi. (ქართულ და ინგლისურ ენებზე)


ჩიქოვანი, გ. (2019). არაბული წარმომავლობის საერთაშორისო ლექსიკა. Free University Journal of Asian Studies, no. 1 (December), Tbilisi.  (ქართულ და ინგლისურ ენებზე)


ჩიქოვანი, გ. (2018). ვეფხისტყაოსნის მთავარ გმირთა სახელების წარმომავლობისათვის (ტარიელი, ავთანდილი). ორიენტალისტური ძიებანი, ქუთაისი, გვ. 105-117


ჩიქოვანი, გ. (2018). qəltu - gələt არაბული დიალექტები და ცენტრალურაზიური არაბული. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, XI, თბილისი. გვ. 68-82


ჩიქოვანი, გ., ცხვედიანი, . (2018). დიალექტოლოგიური ექსპედიცია ცენტრალურ აზიაში: ოქტომბერი-ნოემბერი. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, XII, თბილისი. გვ. 23-57  


Chikovani, G. (2017). Dialectological Material as a Source to Study Central Asian Arabs History, Ethnography and Culture. Lisan Al-Arab. Studies in Arabic Dialects. Proceedings of the 10th International Conference of AIDA Qatar University, 2013, edited by Muntasir Fayez Faris Al-Hamad, Rizwan Ahmad, Hafis I. Alaoui, Lit Verlag, Wien-Zürich, pp. 135-149


Chikovani, G. (2017). The Tense in Central Asian Arabic Dialects: Complex (Immediate) Future and Present Definite (Continuous tense)”, Studies on Arabic Dialectology and Sociolinguistics. Proceedings of the 12th International Conference of AIDA held in Marseille from 30th May - 2nd June, Edited by Catherine Miller, Alexandrine Barontini, Marie-Aimée Germanos


ჩიქოვანი, გ. (2016). მათრახი „ვეფხისტყაოსანში. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, IX, თბილისი. გვ. 49-60


Chikovani, G. (2014). Bukhara and Qashqa-Darya Arabic Dialects. The Main Objectives of the Study of Peripheral Arabic Dialects. Neue Beihefte zur Wiener Zeitschrift für die Kunde des Morgenlandes, Alf Lahga wa Lahga. Proceedings of the 9th AIDA Conference, Wien, pp. 113-121 


ჩიქოვანი, გ. (2014). რთული (დაუყოვნებელი) მომავალი ცენტრალური აზიის არაბულ დიალექტებში. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, VIII, თბილისი, გვ. 108-114


ჩიქოვანი, გ. (2014). ავთანდილის ეტიმოლოგიისათვის. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, VIII, თბილისი. გვ. 115-118


ჩიქოვანი, გ. (2013). დიალექტოლოგიური მასალა, როგორც წყარო ცენტრალური აზიის არაბთა ისტორიის, ეთნოგრაფიისა და კულტურის შესასწავლად. საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება“. ქუთაისი,. გვ. 392-395


ჟურნალი

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი

Free University Journal of Asian Studies

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ბაზაზე 2019 წელს შეიქმნა ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი - „Free University Journal of Asian Studies“ („თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი“). ჟურნალის რედაქტორია  - არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის დირექტორი პროფ. გურამ ჩიქოვანი, აღმასრულებელი მდივანი - არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის მკვლევარი ქრისტინა აჯიმიანი.

ჟურნალი წარმოადგენს ბილინგვურ, სამეცნიერო პუბლიკაციას. ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. მისი მიზანია ცოდნის გაზიარება, მეცნიერული სიახლეები, აღმოსავლეთმცოდნეობის სფეროში უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობა.

ჟურნალი შესაძლებლობას აძლევს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს, დარგის წამყვან სპეციალისტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, განათავსონ კრებულში თავიანთი კვლევაძიების შედეგები.

ჟურნალი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარებისათვის. წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას მკვლევართა მეცნიერული ზრდისთვის, ორიენტირებულია ინოვაციებზე, კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის ახლებურ გააზრებასა და შეფასებაზე, მეცნიერული მასალების უახლესი კვლევითი მეთოდებით შესწავლაზე.

არეალი ფართოა: ქართულ–აღმოსავლური ენობრივ–ლიტერატურული, კულტურულ–ისტორიული ურთიერთობები, ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, აღმოსავლური ფილოლოგია, ისტორია, წყაროთმცოდნეობა, კულტუროლოგია, რელიგიათმცოდნეობა. ზემოთ ჩამოთვლილი მოიცავს: სემიტოლოგიას, ძველ აღმოსავლეთს, ინდოევროპეისტიკას, თურქოლოგიას, უახლესი ისტორიის პრობლემატიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, დიპლომატიას, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს (ჩინეთი, იაპონია, კორეა, წყნარი ოკეანის არეალის კვლევები).

ჟურნალი ქვეყნდება წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის დეკემბერში. სტატიების მოწოდებისათვის საჭიროა ჟურნალის ვებგვერდზე რეგისტრაცია.

ჟურნალის რედკოლეგია დასაბეჭდად არჩევს ინოვაციურ, მეცნიერულად ღირებულ ნაშრომს, რომელიც გამოქვეყნებამდე ეგზავნება დამოუკიდებელ, ანონიმურ რეცენზენტს შესაფასებლად. დადებითი დასკვნა განაპირობებს მის საიმედოობას.