GE

ნინო ჟღენტი

ასოცირებული პროფესორი

ნინო ჟღენტი

ასოცირებული პროფესორი

n.zhgenti@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2005 წლიდან ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ მუშაობდა მკვლევრად სხვადასხვა კვლევით კომპანიებსა და ცენტრებში. 2007 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. 2015 წელს გახდა სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მილანის უნივერსიტეტში, იტალიაში. ამავე წელს მან დაიწყო მუშაობა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. მისი სასწავლო კურსები ეხებოდა თვისებრივი კვლევის მეთოდებსა და სოციალურ თეორიას. 2019 წელს მან მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომლის ფარგლებში იკვლევს სოციალური კავშირების გავლენას აკადემიურ მოსწრებაზე. მისი კვლევითი ინტერესები ეხება კვლევის დიზაინსა და მეთოდოლოგიურ საკითხებს, რამაც საშუალება მისცა, 2012 წლიდან დღემდე ემუშავა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გენდერის საკითხებზე, ცოდნის სოციოლოგიაზე, რელიგიის საკითხებზე, სოციალურ პროტესტებზე, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები. აკადემიური საქმიანობის გარდა ასევე მუშაობს სოციალური კვლევის ციფრული მეთოდოლოგიების განვითარებაზე მის მიერ 2021 წელს დაფუძნებულ კომპანიაში - კვლევის ლაბორატორია.  2018 წლიდან იკავებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ პოზიციას სოციოლოგიის მიმართულებით.

განათლება

2015 -  მილანის უნივერსიტეტი, იტალია. სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლა. დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში
2009 - ოქსფორდის უნივერსიტეტი, წმინდა ჰილდას კოლეჯი, ინგლისი, მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში
2005 - კლინიკური, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი, ბაკალავრის ხარისხი გამოყენებით ფსიქოლოგიაში

სასწავლო კურსები

სოციოლოგიური ანალიზი (B)

პუბლიკაციები

Ishyama, J., Mezvrishvili, L., Zhghenti, N. (2018) An oasis of democracy in an authoritarian sea? Civil society, social, and institutional trust in Georgia. Journal of Communist and Post-Communist Studies, Volume 51, Issue 1.

ჯაფარიძე, ე., ბარქაია, მ., ჟღენტი, ნ., ამაშუკელი, მ. (2014) გენდერული თანასწორობის შესახებ ქართველი ახალგაზრდების ცოდნის, აღქმისა და დამოკიდებულების კვლევა