ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა - CPPA (Certified Public Policy Analyst)

  

 

განახლდა მიღება პროფესიული პროგრამაზე - Certified Public Policy Analyst - CPPA 

პროგრამა ერთობლივად ხორციელდება  თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტების მიერ - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.

პროგრამის მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად საჯარო პოლიტიკის კვლევისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები შეიძინოს.

პროგრამა განკუთვნილია:

• პოლიტიკის ანალიზით დაინტერესებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის
• ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
• კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული საჯარო მოხელეებისათვის
• არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
• ნებისმიერი პირისათვის, რომელიც დაინტერესებულია საჯარო პოლიტიკის ანალიზით.

სავალდებულოა ინგლისური ენის  ცოდნა.

პროგრამის შინაარსი:

პროგრამის მსვლელობისას აქცენტი გეკეთდება საჯარო პოლიტიკის კვლევის მეთოდებზე. მონაწილეები გაეცნობიან პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტების, მათ შორის policy memo-ების და brief-ების წერის მეთოდებს. ასევე, მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევების ანალიზს.

კურსის ფარგლებში, პროგრამის მენტორების დახმარებით, მონაწილეები განახორციელებენ დამოუკიდებელ კვლევით პროექტებს. მოეწყობა თემატური დისკუსიები საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ინგლისურ ენაზე პროფესიული წერის მოდულს.

სტიპენდიები და საერთაშორისო კონფერენციები:

წარმატებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდიები, რომელიც მოიცავს ფინანსური დახმარების გაწევას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.

სერტიფიკატი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს.

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას. ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ:
• ორჯერ სამუშაო დღეებში 19:00 – 21:10
• შაბათს - 11:00 -13:10

პროგრამის ღირებულება:

ა.შ.შ. საელჩოს მხარდაჭრის ფარგლებში გათვალისწინებულია პროგრამის ყველა მონაწილისთვის 100%-იანი სასწავლო გრანტი.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ასევე გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: l.gabriadze@freeuni.edu.ge

 
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2017 წლის 9 ოქტომბერი. 
 
სწავლის დაწყების თარიღი - 2017 წლის 23 ოქტომბერი.
 

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ლანა გაბრიაძე

ელ. ფოსტა: l.gabriadze@freeuni.edu.ge
მობ: 597 67 36 72

შემოდგომის ნაკადის მიღება დაწყებულია.