ENG GEO

Search form

სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (MNS)

პირველად საქართველოში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გთავაზობთ ერთობლივ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინოვაციურ სამაგისტრო პროგრამას ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში გამოიმუშავებთ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებისათვის და, მეორე მხრივ, თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებული კარიერისათვის.

ჩვენს აკადემიურ სივრცეში ნიჭიერი ადამიანები მიიღებენ საუკეთესო განათლებასა და შანსს სამეცნიერო და/ან პრაქტიკული კარიერისათვის. ამ და სხვა მიზნების განხორციელებაში პროგრამას მხარს უჭერს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან უცხოეთში მოღვაწე აღიარებული ქართველი მეცნიერები და თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორები: გია დვალი (მიუნჰენის უნივერსიტეტი), ზაალ კოკაია (ლუნდის უნივერსიტეტი), დავით ფრანგიშვილი (პარიზის Institut Pasteur-ის ლაბორატორია), თეიმურაზ კურცხალია (Max-Planck-ის მოლეკულური უჯრედებისა და გენეტიკის ინსტიტუტი).

პროგრამის მიზანია ინდივიდუალური კვლევების ხელშეწყობა, რათა მაგისტრანტმა მაქსიმალურად მოახერხოს თავისი პროფესიული მიზნების რეალიზება და შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ შევიმუშავეთ ინდივიდუალური კურიკულუმი საგნების არჩევის ფართო შესაძლებლობით. პროგრამის კრედიტების ნახევარზე მეტი ეთმობა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომლებიც გათვლილი იქნება თქვენს ინდივიდუალურ ინტერესებზე.

სწავლისადმი ჩვენი ინოვატორული მიდგომა საშუალებას გაძლევთ, იკვლიოთ რამდენიმე დისციპლინასთან მომიჯნავე საკითხები (მაგ., ბიოფიზიკა, ბიოქიმია, ქიმიური ფიზიკა და ა.შ).

ბიოლოგიისა და ქიმიის მიმართულებით თქვენ იმუშავებთ ხუთი სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიაში და კვლევებს ჩაატარებთ ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ, როგორც კვლევით, ასევე ISO სტანდარტის აკრედიტირებულ ლაბორატორიებში, რომლის ანალოგებიც საქართველოში არ არსებობს.

ფიზიკის დარგში მიიღებთ ცოდნას და აწარმოებთ კვლევას თეორიული ფიზიკის სამი მართულებით: პლაზმის ფიზიკა, ასტროფიზიკა და მაღალი ენერგიების ფიზიკა.

პროგრამის აკადემიური პერსონალი შედგება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეცნიერებისაგან, რომელთაც აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება. ამავე დროს, ისინი ეწევიან აქტიურ სამეცნიერო თანამშრომლობას უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, რაც აღნიშნული პროგრამის წარმატების მყარი საფუძველია.
ეს ინსტიტუტებია:
o ცერნი (CERN)
o მაქს პლანკის ინსტიტუტი (Max Plank Institute)
o ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (NUY)
o ვესტმინსტერის უნივერსიტეტი
o ლონდონის უნივერსიტეტი (UCL)
o ჰოკაიდოს უნივერსიტეტი
o ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი
o პალერმოსუნივერსიტეტი

სწავლის პროცესში საშუალება გექნებათ:
 ჩართული იყოთ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში;
 დაეუფლოთ მეცნიერული კვლევის თანამედროვე, უახლეს ელემენტებს;
 გახდეთ სამეცნიერო პუბლიკაციების თანაავტორი;
 მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონფერენციებში;
 შეხვდეთ სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის კოლეგებსა და ცნობილ მეცნიერებს.

თქვენს პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამა

აქ მიღებული განათლება გაგიხსნით სამეცნიერო კვლევის შემდგომი განვითარების ფართო ასპარეზს. ფუნდამენტური კვლევების გარდა, გექნებათ საშუალება იმუშაოთ გამოყენებით სფეროში, შექმნათ ინოვაციური პროდუქტი, მიიღოთ პატენტი და საფუძველი ჩაუყაროთ საკუთარ ბიზნესს.

პროგრამის განმავლობაში თქვენი ხელმძღვანელი და პროფესორები გაგიწევენ ინდივიდუალურ დახმარებას იმისთვის, რომ თქვენი კარიერული ზრდა არ შეჩერდეს.
სწავლის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ დასაქმდეთ შემდეგი მიმართულებებით:

- სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ადგილობრივი და საერთაშორისო)
- სახელმწიფო სტრუქტურები
- კერძო ინდუსტრია
- შესყიდვები და პატენტები
- სამეცნიერო-საკონსულტაციო სააგენტოები
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და სამეცნიერო-კვლევითი პროექტები
- დოქტორანტურა აშშ-ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

 საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
 ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე

მიღების პროცედურები:
» რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
» საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
» გასაუბრება თავისუფალ უნივერსიტეტში

პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.

ბმულები

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნუცა ბათიაშვილი
ელ. ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge
მობ: 577 729909

თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848

ნინა კულიკოვა - პროგრამის ხელმძღვანელი
ელ.ფოსტა: n.kulikova@agruni.edu.ge
მობ: 577 94 74 65