- კურიკულუმი
- აკადემიური პერსონალი
- სასწავლო განრიგი
- პროგრამის პარტნიორები
- მიღება
- აპლიკაცია
- საფასური
- დასაქმება
- ბროშურა
თავისუფალი უნივერსიტეტი გთავაზობთ სოციალური მეცნიერებების ინოვაციურ სამაგისტრო პროგრამას, რომლის დამთავრების შემდეგ შეძლებთ იმუშავოთ მკვლევარად და/ან პრაქტიკოსად შემდეგიმი მართულებებით:
• საერთაშორისო ურთიერთობები და კონფლიქტები
• პოლიტიკის ანალიზი
• შედარებითი პოლიტიკა
• კულტურის კვლევები
• რეგიონის კვლევები (სამხრეთი კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შორეული აღმოსავლეთი)
• რელიგია და გლობალური პოლიტიკა
პროგრამის მიზანია ინდივიდუალური კვლევების ხელშეწყობა, რათა მაგისტრანტმა მაქსიმალურად მოახერხოს საკუთარი პროფესიული მიზნების რეალიზება და შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ შევიმუშავეთ ინდივიდუალური კურიკულუმი საგნების არჩევის ფართო შესაძლებლობით. პროგრამის კრედიტების ნახევარზე მეტი კი ეთმობა ხელმძღვანლის ზედამხედველობით საკვლევ თეზისზე დამოუკიდებელ მუშაობას. ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ, იკვლიოთ ინტერდისციპლინარული თემები სხვადასხვა დარგის მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ასეთი ინოვაციური მიდგომა ხელს შეუწყობს მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ როგორც ნაციონალური, ისე რეგიონალური და საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზი.
თქვენი კვლევითი ინტერესების სრულად რეალიზაციისა და კარიერული წინსვლისათვის, გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, სამაგისტრო პროგრამის ძირითადი კურიკულუმის მიღმა შეისწავლოთ შემდეგი უცხო ენები:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ნუცა ბათიაშვილი: ტელ.: (+995) 577 72 99 09 ელ.ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge
ლანა გაბრიაძე: ტელ.: (+995) 597 67 36 72 ელ.ფოსტა: l.gabriadze@freeuni.edu.ge