ENG GEO

Search form

სადოქტორო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

თბილისი თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სწავლების მესამე საფეხურია, რომელიც უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებთან/სკოლებთან თანამშრომლობით ხორციელდება. სადოქტორო სკოლის ძირითადი ფუნქციაა პროგრამის სამეცნიერო კვლევების თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა, დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის კოორდინირება და მათი თანამედროვე, გლობალურ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ინტეგრირება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი უზრუნველყოფს დოქტორანტს კვლევის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის სათანადო მეთოდოლოგიური მომზადებითა და დარგობრივი ინსტრუმენტებით. ამავდროულად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტებში იმ აუცილებელი ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებული კარიერისათვის.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს:

სასწავლო - არანაკლებ 45 ECTS
კვლევითი - არანაკლებ 135 ECTS

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამის მიზანია:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (მათ შორის, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) სამეცნიერო კვლევების უზრუნველყოფა;
  • მკვლევართა ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სამეცნიერო და უმაღლესი სკოლის პედაგოგიური კადრების მომზადება;
  • სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და კვლევის ხარისხის ამაღლება;
  • ახალი ცოდნის შექმნისა და დანერგვის ხელშეწყობა;

სადისერტაციო ნაშრომისათვის სამეცნიერო კვლევის, სასწავლო პროცესის და სამეცნიერო ხელმძღვანელის მხრიდან აკადემიური ზედამხედველობის და საჯარო დაცვის უზრუნველყოფა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება.

აპლიკაცია. 

საკონტაქტო პირები:

ნუცა ბათიაშვილი

ტელ.: 577 729 909

ელ. ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge

მარიამ შალვაშვილი

ტელ.: 599 57 20 30

ელ. ფოსტა. m.shalvashvili@freeubu.edu.ge