საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ახლო და შორეული აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის მიმართულებებს. სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო ურთიერთობებს და ახლო და შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ენას, ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას.
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ისწავლება არაბული, სპარსული, ჩინური, იაპონური, კორეული, თურქული, ფრანგული, ესპანური, გერმანული.
ენას შეგასწავლიან უახლესი აუდიო – ვიდეო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, აღმოსავლურ ენებში ლექციებს წაგიკითხავენ ლექტორები, რომელთათვისაც შენ მიერ არჩეული აღმოსავლური ენა მშობლიური სალაპარაკო ენაა. გექნება მუდმივი კონტაქტი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების საელჩოებთან.
გაივლი სტაჟირებას აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში (აზიის და აფრიკის ინსტიტუტი თანამშრომლობს სამსუნის, ბალამანდის,ალექსანდრიის, კაიროს, ბაღდადის, ალეპოს, თიშრინის, ქსიან –ჯიატონგის, ლანჯუს, მალტის, დამასკოს არაბული ენის შემსწავლელ ცენტრთან, რას ელ ხაიმის დოკუმენტთა კვლევის ცენტრთან, ფინეთის ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მონტანას ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტთან).
სკოლა გთავაზობს სამ ძირითად კონცენტრაციას, რომლიდანაც აირჩევ ერთ–ერთს:
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მიიღებ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს.
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა