ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა

სასწავლო პროგრამა შედგენილია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი; სტენფორდის უნივერსიტეტი; შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტი; კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი; კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი) სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე.

პროგრამა ისეა შედგენილი, რომ საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლები პრაქტიკულ უნარებს.

მოისმენ თანამედროვე პროგრამებზე დაფუძნებულ ლექციების კურსს, რომელსაც წაგიკითხავენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

თეორიული მასალის უკეთ შესწავლის მიზნით, ჩაგიტარდება პრაქტიკუმები. მიიღებ უახლეს ინფორმაციას თანამედროვე კვლევებსა და მიღწევებზე. აქტიურად ჩაერთვები კვლევით სამუშაოებში. მონაწილეობას მიიღებ საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში და გექნება პირდაპირი კავშირი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან.

ჩაატარებ ექსპერიმენტებს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიაში. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, მიიღებ ფიზიკის ბაკალავრის ხარისხს.

პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა