ENG GEO

Search form

დაფინანსების სისტემები თავისუფალ უნივერსიტეტში (2021-22 სასწავლო წელი)

2021-2022 წლისათვის მოქმედი მოდელი:

ცოდნის ფონდის თანადაფინანსების (საგრანტო) სისტემა - შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელი თანხა 2 250 ლარით მცირდება.

თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე, მიიღებ ცოდნის ფონდის 9 000 ლარიან  სასწავლო გრანტს, რომელიც შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 2 250 ლარით შეამცირებს.
დარჩენილ თანხას გადაიხდი სტანდარტულად.

შენ შეგიძლია უკვე ხელი მოაწერო ცოდნის ფონდსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც განიჭებს უფლებას, მიიღო ეს გრანტი, ხოლო საგრანტო ხელშეკრულებას კი წარმოადგენ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ.

 

 

#საგზური2021
 

საგზური 2021 - წელს ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ ყველა სოციალურად დაუცველ სტუდენტს!

 

2021 წელს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წელს ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს ცოდნის ფონდი სწავლას 4 წელი სრულად დაუფინანსებს.
 
სწავლის სრულად დასაფინანსებლად სტუდენტი:
  • უნდა ჩაირიცხოს თავისუფალ უნივერსიტეტში ან აგრარულ უნივერსიტეტში 2021 წელს
  • დაადასტუროს სოციალურად დაუცველის სტატუსი
მიიღე შენი #საგზური2021.
  

სასწავლო გრანტი ჩვენთან სწავლისთვის: "საუკეთესო – საუკეთესოებს"


საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი.
2007 წლიდან დღემდე სასწავლო გრანტი გადაეცა ათასობით სტუდენტს.

შენ მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს თუ:


• იქნები პირველი შენს საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;
• იქნები საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე და გახდები ჩვენი სტუდენტი;

 

ფიზიკის სკოლის სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა


დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:
• ხარ ფიზიკის ან მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო ათეულში
• ხარ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);


კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა

დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:
• ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);
• ხარ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);


შემეცნებითი კონკურსები - სასწავლო გრანტის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობა


თვალი ადევნე და დარეგისტრირდი თავისუფალი უნივერსიტეტის შემეცნებით კონკურსებზე, მიიღე მონაწილეობა, დაიკავე საპრიზო ადგილი და მოიპოვე დამატებითი გრანტი.