თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას აღმოსავლური ენების პროგრამაზე.
• არაბული - 5 სემესტრი
• სპარსული - 4 სემესტრი
• თურქული - 4 სემესტრი
• იაპონური - 5 სემესტრი
• კორეული - 4 სემესტრი
აღმოსავლური ენების პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ შეისწავლოთ თქვენ მიერ არჩეული ენა საწყისი ეტაპიდან B1 დონემდე (Intermediate). სწავლება ხორციელდება უახლესი სახელმძღვანელოების საშუალებით. ძირითად სასწავლო მასალასთან ერთად გათვალისწინებულია აუდიო და ვიდეო მასალის აქტიური გამოყენება, რაც მსმენელს საშუალებას მისცემს უკეთ განავითაროს კითხვა, მოსმენა და საუბარი.
მსმენელებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ ფილმების ჩვენებებს, მიიღონ მონაწილეობა თემატურ საღამოებსა და კონფერენციებში. პროგრამის საფუძვლიანად გავლის შემდეგ, მსმენელი მიიღებს იმ დონის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომ თავისუფლად შეძლებს იმუშაოს მაღალი რგოლის მენეჯმენტში იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელ ენასაც შეისწავლის.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია მონაწილეობის მიღება გაცვლითი პროგრამების კონკურსში.
წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სერტიფიკატს.
ერთი სემესტრის ხანგრძლივობა – 16 კვირა; კვირაში 2-ჯერ, 2-2 საათი
პროგრამის ღირებულება შეადგენს 225 ლარს თვეში. პირველი ორი თვის სწავლის საფასური მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარი ერთი თვის შემდეგ.
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ტარდება საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები კორეულ (TOPIK) და იაპონურ (JLPT) ენებში.
აღნიშნული სერტიფიკატით მსმენელებს საშუალება აქვთ სწავლა განაგრძონ კორეისა და იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში როგორც ენის შესწავლელ კურსებზე, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
სწავლა დაიწყება 2023 წლის სექტემბერში.
საკონტაქტო პირი:
თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848