ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა CSE (Certified Software Engineer)

პროფესიული პროგრამის CSE მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. CSE პროგრამის განმავლობაში მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ ამოცანებსა და პროექტებზე, რაც მსმენელს პროფესიული საქმიანობისას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

პროგრამა განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სფეროში კვალიფიკაციის მიღების სურვილის მქონე: მოქმედი პროგრამისტებისათვის, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი) დასრულების შემდეგ.

პროგრამა შედგება 6 მოდულისაგან. მსმენელს შეუძლია გაიაროს ქვემოთ მოცემული მოდულებიდან ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა მოდული. პროგრამაზე ჩაბარებისათვის საჭიროა გასაუბრების გავლა. იმ შემთხვევაში თუ მსურველი ირჩევს რომელიმე მოდულს (პრერეკვიზიტების გაუვლელად), მისთვის სავალდებულო იქნება სპეციალურად იმ მოდულისათვის შექმნილი ტესტის ჩაბარება.

მოდულები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია შემდეგნაირად:

პროგრამის ფარგლებში მსმენელი მიიღებს თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის MACS რამდენიმე სერტიფიკატს:

 

  • თითოეული მოდულის გავლის შემდეგ, მსმენელი მიიღებს შესაბამისი მოდულის სერტიფიკატს
  • WEB აპლიკაციების ინჟინერიის მოდულის გავლის შემდეგ, მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს - CWD (Certified Web Developer)
  • მობილური აპლიკაციების ინჟინერია - Android მოდულის გავლის შემდეგ, მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს - CAD (Certified Android Developer)
  • პროგრამის ექვსივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს - CSE (Certified Software Engineer)

ზემოთ ჩამოთვლილი სერტიფიკატების მისაღებად საჭიროა შესაბამის მოდულებში დადებითი შეფასების მიღება.

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეა ხინჩაგაშვილი

ტელ: 220 0901(*105)
მობ: 579 494848
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge