ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა - CID (Certified Interior Designer)

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის CID მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი ინტერიერის დიზაინში.

CID პროგრამის განმავლობაში მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ ქეისებსა და პროექტებზე, რაც მსმენელს პროფესიული საქმიანობისას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

პროგრამა განკუთვნილია:
• მოქმედი ინტერიერის დიზაინერებისათვის,
• სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ინტერიერის დიზაინში

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად საგნებს და იმუშავებენ სხვადასხვა პროექტებზე.

საგნების ჩამონათვალი:

პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს და მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს:
• დიზაინის/სტილის ისტორია
• არქტიტექტურა და მისი სივრცული აღქმის ისტორია
• ინტერიერის დიზაინი
• განათების დიზაინი
• ავეჯის დიზაინი

სერტიფიკატი: 

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს Certified Interior Designer.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
• თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
• პროექტების მომზადება და წარდგენა

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ:
• სამუშაო დღეებში (ორჯერ) 19:00 - 21:45
• შაბათს 11:00 - 15:00

პროგრამის ღირებულება: 

CID პროგრამის სწავლის საფასური – 2 190 ლარი. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში.

 

 

საკონტაქტო პირი:

თეა ხინჩაგაშვილი

ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848