ანა დუმბაძე სწავლას აგრძელებს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში

28 February 2025

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული ანა დუმბაძე სწავლას აგრძელებს პოლიტიკისა და კულტურის სამაგისტრო პროგრამაზე გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

ანას ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლისას აინტერესებდა კულტურული მიზეზებისა და კონტექსტების ამოკითხვა პოლიტიკურ მოწყობებსა და გადაწყვეტებში. შესაბამისად, ამ სამაგისტრო პროგრამაზე სურს უფრო გაიღრმაოს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს სოციუმისა და კულტურის ნიშან-თვისებები იმ სივრცეებზე, რომლებშიც ადამიანები თავად ქმნიან წესებსა და კანონზომიერებებს.

Ანა Დუმბაძე