მარიამ კალანდაძე LSE-ში სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს
19 June 2024
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული და, ასევე, სოციოლოგიის საგნის ლექტორი, მარიამ კალანდაძე სწავლას სექტემბრიდან LSE-ში (London School of Economics and Political Science), სოციალური ანთროპოლოგიის 5-წლიან სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს.
მარიამმა მოიპოვა LSE Studentship-ის გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. ის ასევე მიიღეს UCL, SOAS და University of Edinburgh-ში.
LSE-ის სოციალური ანთროპოლოგიის პროგრამა ბრონისლავ მალინოვსკის მიერ დაარსებული ფუძემდებლური სკოლაა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში.
მარიამის სადოქტორო კვლევის სათაურია: Nation in Building: Affective Geography of the Georgian Parliament and a Nation Imagined. კვლევის ფარგლებში, მისი მიზანია გაანალიზოს თუ რა როლს იკავებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ამ სივრცეში განფენილი წინააღდეგობრივი აფექტი, საქართველოს ნაციონალური და პოლიტიკური იდენტობის ფორმირების პროცესში.
მარიამს სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი და კავკასიის მკვლევარი მატიას პელკმანსი უხელმძღვანელებს. მას საქართველოზე რამდენიმე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული და კარგად იცნობს კავკასიის პოლიტიკურ კონტექსტს, რაც მარიამის კვლევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

Similar news

01 January 0001
ლუკა ლაზიშვილმა ფულბრაიტის დაფინანსება მიიღო

01 July 2024
ანი კლდიაშვილი სწავლას ჰაიდელბერგში აგრძელებს

08 November 2024
საჯარო სემინარი: "ჩიყვი და იოდის ნაკლებობა XIX-XX საუკუნეების სვანეთში"

28 February 2025
ანა დუმბაძე სწავლას აგრძელებს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში

05 April 2025