ნუცა კერესელიძემ სწავლა გააგრძელა მილანში, Domus Academy-ში
13 May 2025
ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულმა ნუცა კერესელიძემ სწავლა გააგრძელა მილანში, Domus Academy-ის ინტერიერის დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე. ნუცამ გაიმარჯვა აკადემიის მიერ ორგანიზებულ შიდა კონკურსში და მიიღო სწავლის შიდა დაფინანსება.
ნუცა თავისუფალ უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის მიმართულებაზე სწავლობდა. მისი დაინტერესება დომუს აკადემიის პროგრამით დაკავშირებულია წინარე ცოდნასა და გამოცდილებასთან. აგრეთვე, პროგრამა გამოირჩევა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებითა და ძლიერი სახელოვნებო კვლევის საფუძვლებით.

Similar news

11 April 2024
VA[A]DS-ის გამოფენა "ახლის დასაწყისი"

20 September 2024
ნუცა მუსერიძე სწავლას აგრძელებს University of the Arts London-ში

10 October 2024
არქიტექტურული სადიპლომო პროექტების 2024 წლის გამოფენა

05 April 2025
გიორგი ჯაფარიძემ და ლუკა სააკაშვილმა — Young Lions Georgia 2025-ის ოქროს მედალი მოიპოვეს

05 April 2025