GE

ეკატერინე ბურჯანაძე სწავლას განაგრძობს ჟენევის უნივერსიტეტში

02 სექტემბერი 2024

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ეკატერინე ბურჯანაძე სწავლას განაგრძობს შვეიცარიაში ჟენევის უნივერსიტეტში.

ის ისწავლის ჟენევის უნივერსიტეტისა და გაეროს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - ევროპული და საერთაშორისო მმართველობა (Master of Advanced Studies in European and International Governance). მან მოიპოვა სრული დაფინანსება და სტიპენდია.

ეკატერინემ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირება გაიარა ევროპარლამენტში, ევროპული დემოკრატიის ფონდსა და ევროპის საბჭოს ბრიუსელის სამეკავშირეო ოფისში.

Ეკატერინე Ბურჯანაძე