ელენე შაფათავა სწავლას აგრძელებს Central European University-ში
15 სექტემბერი 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ელენე შაფათავა სწავლას აგრძელებს Central European University-ში სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის პროგრამაზე. ელენემ მიიღო საუნივერსიტეტო დაფინანსება.
მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას სოციალური და სამედიცინო ანთროპოლოგიით დაინტერესდა და ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დაწერა ჯუნიორ პროექტი „სუვერენობის ანთროპოლოგია“, ხოლო შემდეგ საბაკალავრო ნაშრომი - „სხეული და ჰიგიენის პროპაგანდა საბჭოთა კავშირში“. სწავლის პარალელურად, სტაჟირება გაიარა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“, რომლის ფარგლებშიც, გამოქვეყნდა მის მიერ საარქივო კვლევაზე დაყრდნობით მომზადებული ნაშრომი „ჰიგიენის პროპაგანდა საბჭოთა კავშირში“. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გამოკვეთა ელენეს სამომავლო კვლევითი ინტერესები.
ელენემ შეთავაზება მიიღო აგრეთვე სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამიდან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ და ძლიერი კვლევითი ფოკუსის მქონე პროგრამაზე, რაც ზუსტად შეესაბამება მის სამომავლო აკადემიურ და კარიერულ მიზნებს.

მსგავსი სიახლეები

31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს

14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს

07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს

10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას

23 ივნისი 2023