GE

ნიკოლოზ ალიაშვილი სწავლას Durham University-ში აგრძელებს

04 სექტემბერი 2024

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ალიაშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში აგრძელებს. ის Durham University-ში ისწავლის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე, საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.

ნიკოლოზმა მოიპოვა Durham University-ის ბიზნესის სკოლის მიერ საერთაშორისო სტუდენტებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური ოდენობის სტიპენდია.

ნიკოლოზმა ასევე მიიღო შეთავაზება შემდეგ უნივერსიტეტებში University of Glasgow, University of Strathclyde, University of Aberdeen და University of Sussex-ის სამაგისტრო პროგრამებზე, თუმცა მან საბოლოოდ არჩევანი Durham University-ზე შეაჩერა.

Ნიკოლოზ Ალიაშვილი