GE

ალექსანდრე ლაცაბიძე

ასოცირებული პროფესორი

ალექსანდრე ლაცაბიძე

ასოცირებული პროფესორი

a.latsabidze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1996 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 1996-1999 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1998-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობეზე. 1999-2002 წლებში იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს კონსული. 2006-2011 წლებში მუშაობდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს კონსულის თანამდებობაზე. 2012 წელს დაინიშნა არგენტინის, ჩილეს, პარაგვაის და ურუგვაის რესპუბლიკებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე. 2012–2017 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO). 2018 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორის რანგში ასწავლის დიპლომატიის ისტორიასა და სამსახურს, 2022 წლიდან ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და 2023 წლიდან ევროკავშირს, პროცესებსა და ინსტიტუტებს. 2019 წელს ჩაირიცხა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე. 2023 წელს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სადოქტორო ნაშრომი: „კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი და მისი გავლენა ძალთა ბალანსზე რეგიონში.“ 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

განათლება

2023 - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
1999 - ასპირანტურა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
1996 - აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი

სასწავლო კურსები

დიპლომატიის ისტორია და სამსახური (B)
ევროატლანტიკური უსაფრთხოება (B)
ევროკავშირი: პროცესები და ინსტიტუტები (B)