GE

ანასტასია ბენდუქიძე

ცოდნის ფონდის პარტნიორი და დირექტორი

ანასტასია ბენდუქიძე

ცოდნის ფონდის პარტნიორი და დირექტორი

a.bendukidze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2016 წელს, მას შემდეგ რაც ანასტასიას მამა, კახა ბენდუქიძე მოულოდნელად გარდაიცვალა, მან გადაწყვიტა მამის მემკვიდრეობა გაეგრძელებინა და გახდა ცოდნის ფონდის პარტნიორი და დირექტორი. ცოდნის ფონდი არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია და წარმოადგენს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელს.

ანასტასია აქტიურადაა ჩართული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოლიტიკის განსაზღვრაში, საინვესტიციო პროექტების შერჩევასა და საგანმანათლებლო ერთეულების შექმნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ბავშვობის დიდი ნაწილი გაერთიანებულ სამეფოში გაატარა და საშუალო განათლება მიიღო ბრისტოლში, კლიფრონის კოლეჯში. აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი ესპანისტიკაში. ფლობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ ენებს.

განათლება

2019 - Stanford University, Leadership Academy for Development
2014 – New York University, Postgraduate Diploma in Integrated Communications
2009 - 2013 - King's College London, BA in Hispanic Studies