GE

არკადი აკოფიანი

ასისტენტ პროფესორი

არკადი აკოფიანი

ასისტენტ პროფესორი

arkadi.akopian@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2018 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა. შემდგომ სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც 2020 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი. ამავე პერიოდში, არკადი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური პროგრამის, Fulbright Foreign Student Program, ფინალისტი გახდა და სრული დაფინანსებით აშშ-ში, Iowa State University-ში იქნა მიღებული სამაგისტრო პროგრამაზე.

2022 წელს Iowa State University-ის ელექტრული ინჟინერიის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე განაგრძო სწავლა. არკადის სადოქტორო კვლევა მზის უჯრედების დამზადებასა და მათი კრიტიკული თვისებების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული ახალი ტიპის ოპტოელექტრონული მასალების, პეროვსკაიტების, გამოყენებით. 2024 წლის დეკემბერში არკადიმ წარმატებით დაიცვა დისერტაცია "Vapor-deposited cesium halide perovskite solar cells: Performance and stability studies" და დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო.

არკადის კვლევითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ ბაკალავრიატის პერიოდში დაიწყო. მას შემდეგ ბევრ სამეცნიერო კონფერენციასა და კვლევით პროექტში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების წევრიც გახლდათ. აკადემიური მოღვაწეობის გარდა , მიღებული აქვს მუშაობის გამოცდილება ნახევარგამტარების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის, Micron Technology-ის, მთავარ R&D დეპარტამენტში.

2018 – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია (ბაკალავრი)
2020 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკა (მაგისტრი)
2022 – Iowa State University, ელექტრული ინჟინერია (მაგისტრი)
2024 – Iowa State University, ელექტრული ინჟინერია (დოქტორი)

ნახევარგამტარული მოწყობილობები (B);
მიკროელექტრონული მოწყობილობები (B);