GE

დიმიტრი სილაქაძე

ასოცირებული პროფესორი

დიმიტრი სილაქაძე

ასოცირებული პროფესორი

d.silakadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2008 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ხოლო 2010 წელს ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მაგისტრის ხარისხი. 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია და შეიარაღება" და მიენიჭა ისტორიის დოქტორის ხარისხი. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია; საქართველო და ქართველები რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო სისტემაში; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია. არის საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი და პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრი. არის რამდენიმე წიგნის, ოცზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის და პუბლიცისტურ-დოკუმენტური ფილმის ავტორი.

განათლება

2023 - ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
2010 - ისტორიის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2008 - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობა. 

სასწავლო კურსები

მსოფლიო ისტორია და საქართველო (B)
რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ისტორია (B)