GE

კობა ნატროშვილი

პროფესორი

კობა ნატროშვილი

პროფესორი

k.natroshvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 2003 წელს მიენიჭა ულმის უნივერსიტეტის (გერმანია) მაგისტრის ხარისხი ელექტროინჟინერიის მიმართულებით. 2007 წელს მიენიჭა ზიგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ინჟინერიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი რადარის კომუნიკაციებსა და სისტემების ტექნოლოგიის მიმართულებით. აქვს 20 წელზე მეტი ხნის კვლევისა და მუშაობის გამოცდილობა ავტომატურ მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ალგორითმებზე, რაც მოიცავს აღქმას, მოძრაობის დაგეგმვასა და კონტროლს, ლოკალიზაციას და ა.შ. 2002-2003 წლებში იყო ულმის დაიმლერ-კრაისლერის კვლევითი ცენტრის მკვლევარი და მუშაობდა მანქანური აღქმის თემატიკაზე. 2004-2007 წლებში იყო ზიგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ინჟინერ-მკლვევარი. 2007-2012 წლებში იყო Harman International/Becker Automotive Systems GmbH, Karlsbad-ის მთავარი ინჟინერი ალგორითმების დანერგვის, ინჟინერიის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულბით. 2012-2018 წლებში იკავებდა ალგორითმების უფროსი არქიტექტორის თანამდებობას კომპანია Intel-ის ავტომატიზებული მართვის ჯგუფში. 2019 წლიდან არის კომპანია Bosch-ის ავტომატიზებული მართვის ჯგუფის მეცნიერ-მკვლევარი ალგორითმების შემუშავების კუთხით. ამავე წლიდან იკავებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. არის 70-ზე მეტი პატენტის მფლობელი და 40-ზე მეტი მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი. 

პუბლიკაციების ჩამონათვალი

განათლება

2007 - University of Siegen - Phd, Radar Communications and Systems Technology
2003 - University of Ulm, MS degree in Electrical Engineering
1993 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ბაკალავრი

სასწავლო კურსები

მანქანური სწავლება (B)
მანქანური ხედვა (B)