GE

ლევან რამიშვილი

ასოცირებული პროფესორი

ლევან რამიშვილი

ასოცირებული პროფესორი

l.ramishvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

რამდენიმე ათეული წელია როგორც ჟურნალისტი, ანალიტიკოსი და აქტივისტი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ლიბერალური ტრანსფორმაციის პროცესში, იყო ვარდების რევოლუციის საკვანძო ფიგურა. 2010 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის სხვადასხვა კურსებს სამართლის ფილოსოფიის, კონსტიტუციური სამართლის, პოლიტიკური თეორიის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 1996 წლიდან არის თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც კვლევისა და ადვოკატირების გზით ხელს უწყობს ბუნებით სამართალისა და თავისუფლების დამკვიდრებას. 2010 წლიდან არის ახალი ამბების და ანალიზის მედიის, ტაბულას რედაქტორი. არის სხვადასხვა კანონების ავტორი, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მაუწყებლობის კანონები, აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - ნაფიც მსაჯულთა, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში - ინფორმაციის თავისუფლების, სამოქალაქო კოდექსში - არასამეწარმეო იურიდიული პირების, ზოგადი განათლების კანონში - მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებების, პაციენტის უფლებების კანონში - ინფორმირებული თანხმობის შესახებ ნაწილები. სხვადასხვა წლებში იყო გაზეთების მიმომხილველი, ჩვენ, ბიზნეს კურიერი, არგუმენტი რედაქტორი, მთავრობის სოციალური მართვის ცენტრის სოციოლოგი, ფედერალიზმის განვითარების ცენტის განყოფილების გამგე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2023 წლის ნოემბრიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

განათლება

1995 - თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფია და სოციოლოგიის ფაკულტეტი
1992 - თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი;

სასწავლო კურსები

შესავალი სამართლის ფილოსოფიაში (B)
ანალიტიკური წერის პრაქტიკუმი (B)
საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა II (B)
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი (B)
პოლიტიკური იდეოლოგიები (B)