GE

რუსუდან შარუმაშვილი

ასოცირებული პროფესორი

რუსუდან შარუმაშვილი

ასოცირებული პროფესორი

r.sharumashvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1996 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით. 1998 წელს - თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, სპეციალობა - თურქეთის ისტორია. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია მსოფლიო ისტორიაში თემაზე: "ამიერკავკასიის ქვეყნების მდგომარეობა ოსმალთა ბატონობის დროს (1578-1603 წწ.)" და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2001-2009 წლებში მუშაობდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ოსმალური ენის ლექტორად. 2006-2009 წლებში აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებაში) ეკავა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა. 2009 წლიდან მუშაობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში თურქული ენისა და ოსმალური ენის ლექტორად და იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა კვლევით მივლინებებში. 2006 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მოიპოვა ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და შოთა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტი (2006-2008 წლები). პროექტის დასრულების შემდეგ გამოსცა მონოგრაფია სახელწოდებით "საერთაშორისო ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო XVI საუკუნე". არის სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული 8 სტატიის ავტორი.

განათლება

2005 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2002 - ანკარის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენა-ისტორია-გეოგრაფიის ფაკულტეტი (მაძიებელი)
1998 - თბილისის აზიისა და აფრიკის, ინსტიტუტი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი
1996 - თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

თურქული ენა (B)