თამარ თომაშვილი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (HEI) საერთო სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საია, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს წარმომადგენლობა ჟენევაში და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (2008-2012). აკადემიური საქმიანობის პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ევროპის საბჭო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, აშშ განვითარების პროგრამის პროექტები, Lexis-Nexis, BIICL და ა.შ.) საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების საკითხებზე როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. 2022 წლიდან დღემდე წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ექსპერტს საერთაშორისო განვითარების და სამართლის ორგანიზაციის (IDLO) უკრაინის ოფისში, სადაც მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მხარდაჭერა საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების მიმართულებით. 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით.
2005 - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მაგისტრი (LLM in International Humanitarian Law), ჟენევის უნივერსიტეტი და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი
2003 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალობა
საერთაშორისო საჯარო სამართალი (B)
შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი სამართალი (B)
სამართლის საფუძვლები I (B)
სამართლის საფუძვლები II (B)