GE

თინათინ ხომერიკი

ასისტენტ-პროფესორი

თინათინ ხომერიკი

ასისტენტ-პროფესორი

t.khomeriki@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი. 2013 წელს იმავე უნივერსიტეტში მიიღო ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2023 წელს უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის ინტერდისციპლინური კვლევის მიმართულებით, სათაურით: „ვერნაკულური საფრთხე და უსაფრთხოება თბილისში "ვარდების რევოლუციის" შემდგომ თბილისში“ და მიენიჭა კულტურის კვლევების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2016- 2022 წლებში მუშაობდა მიწვეულ ლექტორად GIPA-ში, უძღვებოდა სამაგისტრო კურსს ზეპირ ისტორიაში. 2018-2022 წლებში იყო მოწვეული ლექტორი თბილისის თავისუფალ და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტებში, სადაც ანთროპოლოგიის ზოგად საგანმანათლებლო კურსს უძღვებოდა. 2023 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. უძღვება ანთროპოლოგიის საბაკალავრო კურსსა და სადოქტორო კურსს „სადისერტაციო კვლევის მომზადება“. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მკვლევრის რანგში თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მისი მიმდინარე კვლევითი ინტერესებია: ურბანული ანთროპოლოგია, უსაფრთხოება, ცოდნის პროდუქცია, ნდობა და უნდობლობა. კვლევისა და სწავლების პარალელურად, წერს და თარგმნის სხვადასხვა ადგილობრივი საზოგადოებრივი გამოცემისათვის.

განათლება

2023 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კულტურის კვლევების დოქტორის აკადემიური ხარისხი
2016 - იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი, სლავისტიკისა და კავკასიოლოგიის ინსტიტუტი, გაცვლითი სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. 
2013 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, სპეციალობა - ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია 
2010 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი, სპეციალობა - ფსიქოლოგია.

სასწავლო კურსები

ანთროპოლოგია (B)
სადისერტაციო კვლევის მომზადება (D)

პუბლიკაციები

ხომერიკი, თ. (2023). ვერნაკულური უსაფრთხოება თბილისში, ვარდების რევოლუციის’ შემდეგ

Khomeriki, T. (2022). Modernizing Security: Vernacular (In)securities in the Public Space of Tbilisi after the Rose Revolution. Caucasus Survey 10, no. 3 245-270.

ხომერიკი, თ. (2022). ხეტიალი შუადღის მიჯნაზე - საბურთალო. ინდიგო

შუბლაძე, რ., ჭაბუკიანი, ნ., ხომერიკი, თ., და ჯანაშია, ს. (2021). საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია - გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, თბილისი.

ხომერიკი, თ. (2021). მანქანა ex machina: კერძო ავტომობილის ფლობის ადგილობრივი მნიშვნელობა ქალაქ თბილისში. ინდიგო.

ხომერიკი, თ. (2021). შევარდენი, ქალაქი, ვერტიკალი. ინდიგო.

Khomeriki, T. (2019). Deconstructing Supra: Reinterpreting the Traditional Representational Space through Artistic Performance in Tbilisi, Georgia. in Kitchen Dialogues, ed. Martinka Bobrikova and Oscar de Carmen (Bratislava: Tranzit.sk,).