GE

ვატო ლეჟავა

პროფესორი; რექტორი

ვატო ლეჟავა

პროფესორი; რექტორი

vatolejava@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2016 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი. მანამდე, 2012 წლიდან კახა ბენდუქიძის მიწვევით გახდა უნივერსიტეტის კანცლერი.

2009-2012 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკის და მმართველობის საკითხებში. ის იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ასოცირების შეთანხმების (AA) წამყვანი მომლაპარაკებელი რამდენიმე თემაზე. განსაზღვრავდა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებთან დაკავშირებით განსახორციელებელ რეფორმებს.

2007-2009 წლებში იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე. 2004-2007 წლებში მუშაობდა კახა ბენდუქიძის მოადგილედ, ჯერ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, შემდეგ რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ.

როგორც კახა ბენდუქიძის თანამოაზრე და თავისუფალი ბაზრის ადვოკატი, ის აქტიურად იყო ჩართული ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებში, როგორიცაა: ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმები, საჯარო სექტორის და ანტიკორუფციული რეფორმები, შრომის კანონმდებლობა, ეკონომიკური თავისუფლების აქტი და სხვა.

2007 წლიდან კახა ბენდუქიძემ ჩართო ცოდნის ფონდის იდეის განხილვასა და განვითარებაში.

არის კომპანია "Reformatics" დამფუძნებელი, რომელსაც საკონსულტაციო კონტრაქტები 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს განხორციელებული.

განათლება

2016 - ურბანული განვითარების პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
1997-1999 - შტუტგარტის უნივერსიტეტი, ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მაგისტრი
1984-1990 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დიპლომირებული არქიტექტორი (მაგისტრთან გათანაბრებული)

სასწავლო კურსები

ურბანული განვითარების ისტორია (B)
არქიტექტურული პროექტირების სტუდია VII (B)