GE

აკაკი თავაძე

პროფესორი

აკაკი თავაძე

პროფესორი

a.tavadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი ოპტიმალური მართვის თეორიის სპეციალობით. იმავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, რომელიც დაამთავრა 1984 წელს. 1983-2002 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1983-1995 წწ. იყო კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი. 1997-2008 წწ. მუშაობდა მართვის ევროპულ სკოლაში (ESM-თბილისი). იყო მათემატიკის პროგრამის ლექტორი (1995-1997), მენეჯმენტის პროგრამის ლექტორი (1997-2008), გერმანულენოვანი ფაკულტეტის ლექტორი (1998-2008). 1997-2002 წწ. მონაწილეობდა აუდიტორული კომპანია GCG - აუდიტის ბიზნეს-პროექტებში. 2008 წლიდან მუშაობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2008-2018 წწ. იყო ასისტენტ-პროფესორი, 2018-2022 წწ. იყო ასოცირებული პროფესორი. 2022 წლიდან უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა. იგი არის 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

განათლება

1976-1981 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრი
1971-1983 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტი
2001 - სტაჟირება გერმანიაში, მოზბახის პროფესიონალურ აკადემიაში, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობით

სასწავლო კურსები

გადაწყვეტილების მიღების მეთოდები (B)
მენეჯმენტის საფუძვლები (B)
ბიზნესის მოდელები (B)
მენეჯმენტის შეცდომები (B)
ფინანსური მათემატიკა (M)
ოპერაციათა კვლევა: გადაწყვეტილებების მიღება (M)
მენეჯმენტი (M)
მენეჯმენტი (C)